ავტორი:

"მსხვერპლს უწინასწარმეტყველებდა, რომ თუ სესხს აიღებდა და ნაწილს მას მისცემდა, მილიარდერი გახდებოდა" - ავსტრალიაში დააკავეს "მკითხავი", რომელიც თაღლითურად 46 მლნ დოლარს დაუფლა

"მსხვერპლს უწინასწარმეტყველებდა, რომ თუ სესხს აიღებდა და ნაწილს მას მისცემდა, მილიარდერი გახდებოდა" - ავსტრალიაში დააკავეს "მკითხავი", რომელიც თაღლითურად 46 მლნ დოლარს დაუფლა

ავსტრალიის პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით დედა-შვილი დააკავა - დედა, 53 წლის ქალი, მკითხაობდა, ხოლო მისი 25 წლის ქალიშვილი, ფენ-შუის ოსტატი იყო.

  • სამართალდამცველთა ინფორმაციით, ისინი საერთო ჯამში, 46 მლნ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ. პოლიციის განცხადებით, დედა-შვილი " დახვეწილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების სინდიკატის ნაწილს წარმოადგენდნენ".

თაღლითური სქემის მიხედვით, ქალი თავის მსხვერპლებს არწმუნებდა სესხის აღებაში და ეუბნებოდა, რომ სესხის ნაწილი მისთვის მიეცათ და ვინც ასე მოიქცეოდა, ხედავდა, რომ მომავალში "მილიარდერები გახდებოდნენ".

შვილი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს, ხოლო დედას გირაოზე უარი ეთქვა და სასამართლო იანვრისთვის ჩაინიშნა.

დედას 39 საქმეზე აქვს ბრალდება წარდგენილი - მათ შორის არის კრიმინალური დაჯგუფების საქმიანობის ხელმძღვანელობა და ფინანსური სარგებლის არაკეთილსინდისიერად მიღება. რას შეეხება მის ქალიშვილს, ბრალი შვიდი დანაშაულისთვის ედება, მათ შორისაა დანაშაულებრივი საქმით შემოსავლის მიღება.

  • მათი მრავალმილიონიანი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო ფინანსური დოკუმენტები, მობილური ტელეფონები, ძვირადღირებული ჩანთები, 40-გრამიანი ოქროს ზოდი, რომლის ღირებულება 10 000 ავსტრალიური დოლარია და 6 600 ავსტრალიური დოლარის ღირებულების კაზინოს ჩიპები.

გამომძიებლებმა გაყინეს დაახლოებით 15 მილიონი ავსტრალიური დოლარის აქტივები.

პოლიციის თქმით, ქალი თავისი საზოგადოების გავლენიანი და სანდო წევრი იყო და, როგორც მკითხავი, კლიენტებს უწინასწარმეტყველებდა მილიარდერობას და ეუბნებოდა, რომ ეს უფრო მალე მოხდებოდა, თუ სესხს აიღებდნენ და სესხის ნაწილს მას მისცემდნენ.

გარდა ამისა, ქალი, თავის თაღლითურ ჯგუფთან ერთად, ყალბი პირადობებით სესხს იღებდა "მოჩვენება ავტომობილების", არარსებული ავტომობილების სანაცვლოდ.

ჯგუფმა ავსტრალიის მსხვილი ბანკებისგან ამგვარი თაღლითობით მილიონობით დოლარი მიიღო. მათ სავარაუდოდ, ბანკის კორუმპირებული თანამშრომლები ეხმარებოდნენ. დედა-შვილის გარდა ათზე მეტი ადამიანი უკვე დააკავეს. მათ ბრალი წაუყენეს სხვადასხვა დანაშაულში, მათ შორის თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში.

პოლიციის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ მომდევნო დღეებში ამ დანაშაულებრივი ქსელის კიდევ უფრო მეტ წევრს დააკავებენ.

წყარო