ავტორი:

აშშ-მა "როსატომის“ მიერ მშენებარე ატომური ელექტროსადგური სანქციებიდან ამოიღო

აშშ-მა "როსატომის“ მიერ მშენებარე ატომური ელექტროსადგური სანქციებიდან ამოიღო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნგრეთში, ატომურ ელექტროსადგურზე ახალი ენერგობლოკების მშენებლობა სანქციებისგან გაათავისუფლა. პროექტს რუსული კორპორაცია "როსატომი“ ახორციელებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, გამონაკლისი უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაუშვეს. "მათ ეს უნდა დაასრულონ“, - თქვა რუბიომ.

  • მან ასევე ახსნა ვაშინგტონის გადაწყვეტილება, უნგრეთისთვის რუსული ენერგომომარაგების სანქციებისგან გათავისუფლების შესახებ. რუბიოს განმარტებით, ეს მარაგი "რუსული ექსპორტის უმნიშვნელო ნაწილია."

უნგრეთში რუსული ექსპორტის წინააღმდეგ აშშ-ის ენერგეტიკული სანქციების მოხსნა და ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ვაშინგტონში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო.

წყარო