გავრცელებული ინფორმაციით ,პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის წარმომადგენელმა კრის ჯენერსა და კიმ კარდაშიანს სთხოვა, "ინსტაგრამიდან" წაეშალათ ის სურათები, სადაც სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ვარსკვლავის დიდ, 70 წლის იუბილეზე იყვნენ ნაჩვენები.

ოქტომბერში, სხვა წყარომ განაცხადა რომ, რომ მეგან მარკლი ჩუმად უჭერს მხარს ჰარის ძალისხმევას, აღადგინოს ურთიერთობა ოჯახთან— განსაკუთრებით მამასთან, მეფე ჩარლზ III-თან.
"მათ სჭირდებათ (სამეფო) ოჯახი"— თქვა წყარომ.



ასევე ითქვა, რომ ფოტოების წაშლა ბრიტანეთში გამართული ხსოვნის დღის (Remembrance Day) პატივისცემის ნიშნად მოხდა— ამ დღეს დაღუპულ ჯარისკაცებს იხსენებენ და პრინც ჰარისაც წითელი ყაყაჩო სწორედ ამ თარიღის აღსანიშნავად ეკეთა.
თუმცა, სხვა წყარომ ადრე განაცხადა, რომ სასახლის წარმომადგენლებს ის "მბზინავი და ძალიან უგემოვნო" საღამო არ მოეწონათ, სადაც სასექსის წევრები იმყოფებოდნენ.
"ეს ფაქტი ნათლად აჩვენებს, რამდენად შორს დგას ჰარი დანარჩენი ოჯახისგან. ეს ადამიანები შეიძლება ვარსკვლავები იყვნენ ამერიკაში, მაგრამ მათი ფუფუნება სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რასაც პრინცი უილიამი ცდილობს თავისი ცხოვრების და მონარქიისთვის,“ — თქვა წყარომ.


ჰარიმ და მეგანმა სავარაუდოდ იცოდნენ, რომ მათი ფოტოები გამოქვეყნდებოდა, მაგრამ არ ელოდნენ, რომ ეს ფოტოები თავად წვეულებაზე იქნებოდა გადაღებული.
წყვილი ერთადერთი ცნობილი სტუმრები არ ყოფილან ჯეიმს ბონდზე შთაგონებულ წვეულებაზე, რომელიც ჯეფ ბეზოსის 165-მილიონიან ბევერლი ჰილსის სასახლეში გაიმართა.
წვეულებას ასევე ესწრებოდნენ ბიონსე და ჯეი ზი, მარკ ცუკერბერგი, ოპრა უინფრი, კრის როკი, მარია კერი, ადელი, რიჩ პოლი, ტაილერ პერი, სნუპ დოგი, პერის ჰილტონი, კეითი ჰილტონი და ვინ დიზელი. ღონისძიებას მუსიკალურად ბრუნო მარსი აფორმებდა.
წაიკითხეთ ასევე: