დღეს ყველასთვის საყვარელი „თბილისის წიგნის დღეები“ დაიწყო. სამდღიან ღონისძიებას „ექსპო ჯორჯიას“ მეთერთმეტე პავილიონი მასპინძლობს და ის 16 ნოემბერს დასრულდება.
ღონისძიებაში ტრადიციულად მონაწილეობს გამომცემლობა „პალიტრა L”, რომელიც მისულ სტუმრებს უამრავ სიურპრიზს შესთავაზებს. ფასდაკლებითაა წარმოდგენილი სხვადასხვა ჟანრისა და სხვადასხვა ასაკზე გათვლილი ლიტერატურა. გარდა ამისა, დაგეგმილია აქტივობები, რომლებიც წიგნის დღეებს კიდევ უფრო სასიამოვნოსა და დასამახსოვრებელს გახდის.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ღონისძიება სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მაგრამ ისინი, ვინც მისვლას ვერ მოახერხებენ ფასდაკლებით სარგებლობა „პალიტრა L-ის“ ვებგვერდსა და აპლიკაციაში შეეძლებათ. შეძენილ ნივთებს კი სასურველ მისამართზე მიიღებენ მთელი საქართველოს მასშტაბით.
არ გამოგრჩეთ 14, 15 და 16 ნოემბერი. ისიამოვნეთ „წიგნის დღეებით“ და მოიმარაგეთ თქვენი საყვარელი წიგნები ზამთრის სუსხიანო დღეებისთვის.
R