რუსების მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე წუხელ განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო იუწყება.


მისი ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი ბავშვია, 7 და 10 წლის.
კიევის საქალაქო პროკურატურამ სამი ადამიანის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა.


ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, რუსების მიერ რაკეტებისა და დრონების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ქალაქის დესნიანსკის, დნეპროვსკის, სვიატოშინსკის, პოდოლსკის, სოლომენსკის და შევჩენკოვსკის რაიონებში 27 საცხოვრებელი შენობა დაზიანდა.