ავტორი:

რა ხდება ცნობილი ბრიტანელ მამაკაცზე, რომელიც თურქეთში თმის გადანერგვის პროცედურის ჩატარების შემდეგ გარდაიცვალა - "დაკითხეს პროცედურის შემსრულებელი ქირურგი"

რა ხდება ცნობილი ბრიტანელ მამაკაცზე, რომელიც თურქეთში თმის გადანერგვის პროცედურის ჩატარების შემდეგ გარდაიცვალა - "დაკითხეს პროცედურის შემსრულებელი ქირურგი"

ბრიტანული მედია იმ მამაკაცის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას, რომელიც ერთი კვირის წინ თურქეთში თმის გადანერგვისა და სტომატოლოგიური პროცედურების შემდეგ გარდაიცვალა.

გარდაცვლილი 36 წლის მენტორ რამაა.

რამა თურქეთში გასულ კვირას ჩავიდა. მან ფულიას რაიონში ჯერ თმის გადანერგვის პროცედურა ჩაიტარა, ხოლო შემდეგ, სხვა კლინიკაში სტომატოლოგიური პროცედურა.

  • თურქული გამოცემა "Istanbul Today“ იტყობინება, რომ მამაკაცი სასტუმროში დაბრუნებისას მოულოდნელად ცუდად გახდა. ის სასწრაფო დახმარების მანქანით სასწავლო-კვლევით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დაახლოებით 16:30 საათზე გარდაიცვალა.

მისი ცხედარი გაკვეთისთვის სასამართლო მედიცინის საბჭოში (Adli Tip Kurumu) გადაასვენეს, თუმცა ოფიციალურ პირებს სიკვდილის ოფიციალური მიზეზი ჯერ არ დაუსახელებიათ. ექსპერტიზის შემდეგ, მისი ნეშტი დიდ ბრიტანეთში გადაასვენეს.

სტამბოლის პოლიციამ საქმეზე გამოძიება დაიწყო.

როგორც ცნობილია, კლინიკის პერსონალი, მათ შორის თმის გადანერგვის ოპერაციის შემსრულებელი ქირურგი, ანესთეზიოლოგი და ექთნები, უკვე დაკითხეს.

წყარო