ავტორი:

რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს პათოლოგიურმა თანკბილვამ? - ინტერვიუ "რიხტერის კლინიკის" ორთოდონტებთან

რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს პათოლოგიურმა თანკბილვამ? - ინტერვიუ "რიხტერის კლინიკის" ორთოდონტებთან

კბილების განლაგებაზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია როგორც პირის ღრუს, ისე ზოგადი ჯანმრთელობისთვის. პათოლოგიური თანკბილვა შეიძლება იყოს თავის ტკივილის, შაკიკის, სახსარში ტკაცუნის ხმისა და დისკომფორტის, კვების დროს ყურებში ხმაურის, ნადების დაგროვების, ღრძილების ანთებისა და კარიესების წარმოქმნის მიზეზი.

იმის გათვალისწინებით, რომ თანკბილვის სხვადასხვა სახის დარღვევა კბილების ცვეთას იწვევს, გრძელვადიან პერსპექტივაში ამას შეიძლება მოჰყვეს გართულებები როგორც ფუნქციური, ასევე ესთეტიკური თვალსაზრისით. დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში კი - კბილების დაკარგვამდეც შეიძლება მივიდეთ.

რიხტერის კლინიკა

რა მეთოდებს უნდა მივმართოთ ანომალური თანკბილვისა და კბილების განლაგების სხვა პრობლემების გადასაჭრელად, რა შემთხვევაში გვჭირდება ბრეკეტები და რა შემთხვევაში ელაინერები, ამის შესახებ დეტალურად საუბრობენ რიხტერის სტომატოლოგიური კლინიკის ექიმი-ორთოდონეტები მარიამ ბეჟუაშვილი და ვალერიან როსებაშვილი:

ორთოდონტი - მარიამ ბეჟუაშვილი: ბრეკეტებითა და ელაინერებით ორთოდონტიული მკურნალობის საბოლოო მიზანია, პაციენტს ჰქონდეს არა მხოლოდ ლამაზი ღიმილი, არამედ სწორი თანკბილვა, რომელიც დაკავშირებულია პირის ღრუს საერთო ჯანმრთელობასთან და ამცირებს კბილების დაზიანების რისკს. ამავდროულად, ესთეტიკურად გამართული ღიმილი მნიშვნელოვნად ზრდის პაციენტის თავდაჯერებულობასა და ცხოვრების ხარისხს.

ელაინერები გამჭვირვალე საშუალებებია, რომელიც ფაქტობრივად შეუმჩნეველია სხვისთვის, ბრეკეტები კი ორთოდონტიული მკურნალობის ტრადიციული მეთოდია, ისინი ძირითადად პირის ღრუს კომპლექსური პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენება.

ორთოდონტი ვალერიან როსებაშვილი ხსნის, რა ტიპის სისტემები და ბრეკეტები არსებობს და რა სპეციფიკით ხასიათდება:

ორთოდონტი - ვალერიან როსებაშვილი

„კლასიფიკაციის მიხედვით, გლობალურად ბრეკეტების სამი ტიპი0 არსებობს და ელაინერები:

  • ვესტიბულარული ბრეკეტები - „კლასიფიკაციის მიხედვით, გლობალურად ბრეკეტების სამი ტიპი არსებობს: ვესტიბულარული ანუ კლასიკური ბრეკეტები, რომელიც ვიზუალურად ჩანს და ეს არის ოქროს სტანდარტი თანამედროვე ორთოდონტიაში;
  • უფრო ზუსტი და გაუმჯობესებული თვითლიგირებადი მეტალის და თვითლიგირებადი საფირ-კერამიკის ბრეკეტები, ანუ ესთეტიკური ბრეკეტები, რომელიც დამზადებულია კერამიკისგან ან საფირისგან (Ceramic and sapphire braces) და მეტალის ბრეკეტებთან შედარებით ნაკლებად ჩანს კბილებზე.
  • ელაინერები - ბრეკეტებთან შედარებით პაციენტისთვის უფრო კომფორტულია, რადგან მკურნალობის პროცესი სხვისთვის ნაკლებად შესამჩნევი ხდება. ამასთან, მისი მეშვეობით უფრო დიდი სიზუსტით მკურნალობაა შესაძლებელი.
  • ლინგვალური ბრეკეტები, რომელიც ენისა ან სასის მხრიდან არის კბილზე დაფიქსირებული და პაციენტს დისკომფორტს უქმნის, რადგან მასთან ბოლომდე ვერასდროს ადაპტირდება. ბრეკეტის გამო ენა მუდმივ ტრავმებშია, მომატებულად გამოიყოფა ლორწოვანი და ნერწყვი, რომელიც ხშირად სისხლიანია. ლინგვალურ ბრეკეტებს ადრე მიმართავდნენ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს სურდა, მკურნალობის პროცესი სხვისთვის შეუმჩნეველი ყოფილიყო, თუმცა ეს ის თითქმის სრულად არის ჩანაცვლებული ელაინერებით, რომელიც ერთი მხრივ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას და მეორე მხრივ - კომფორტულია.

პროტოკოლი ელაინერებით ან ბრეკეტებით მკურნალობის დაწყებამდე

ორთოდონტი მარიამ ბეჟუაშვილი: „თავდაპირველად, მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რა აწუხებს პაციენტს, რისი მოლოდინი აქვს და რისი გამოსწორება სურს. ვითვალისწინებთ მის ზოგად ჯანმრთელობას, ცხოვრების წესსა და სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებს, რომელიც სწორი მკურნალობის გეგმის შედგენაში გვეხმარება. ამის შემდეგ გადავდივართ ფოტოპროტოკოლზე და სხვადასხვა კვლევაზე, რაც პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე არის საჭირო. ხშირად მკურნალობის რამდენიმე ვარიანტის გამოყენებაა შესაძლებელი და საბოლოო გადაწყვეტილებას პაციენტი ექიმთან ერთად იღებს.

ბრეკეტისა და ელაინერების შემთხვევაში, აუცილებელია პირის ღრუს სანაცია- პროფესიონალური ჰიგიენური წმენდა. ხოლო თუ პაციენტს კარიესები აქვს, აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს ისინი“.

  • რა შემთხვევაში უნდა ვიმკურნალოთ ბრეკეტებით და რა შემთხვევაში ელაინერებით?

ბრეკეტის სისტემებით მკურნალობა - თითქმის ყველა შემთხვევაშია შესაძლებელი. მკურნალობის საშუალო დრო 1.5-დან 2 წლამდეა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევებში, უკუჩვენებების გამო ელაინერების ტექნოლოგიის გამოყენებაა მიზანშეწონილი.

კონკრეტულად Invisilagn-ის ელაინერების სისტემები დიდი სიზუსტით მოქმედებს კონკრეტულ კბილზე, კბილების ჯგუფებზე ან ერთდროულად მთლიან თანკბილვაზე. ბრეკეტებს კი იგივენაირი სიზუსტით მხოლოდ ყველა კბილის განლაგების ცვლილება შეუძლია მთლიანად ყბის ზონაში და კონკრეტული კბილის ან კბილთა ჯგუფის გადანაცვლებისთვის ხშირ შემთხვევაში საკმარისი არ არის.

„სწორედ ამიტომ, Invisilagn-ის ელაინერებით მკურნალობით ზოგ შემთხვევაში უფრო სწრაფად ვიღებთ შედეგს. ელაინერების შემთხვევაში პირველივე ეტაპებზე შეგვიძლია შევასრულოთ ისეთი მოძრაობები, რომელიც ბრეკეტების შემთხვევაში მხოლოდ მკურნალობის გვიან ეტაპეპზეა შესაძლებელი.

თუ პაციენტს სურს, კონკრეტულად რამდენიმე კბილის მიდამოში ვიმუშაოთ, ელაინერები ამის შესაძლებლობას გვაძლევს. ორთოდონტი განიხილავს, რომელი მეთოდი უფრო მიზანშეწონილი იქნება, რომელი უფრო კომპრომისულია და რომელს შეუძლია მეტი სარგებლის მოტანა, შეადგენს გეგმას და დაიწყებს მკურნალობას“, - განმარტა ვალერიან როსებაშვილმა.

  • რა ასაკიდან შეგვიძლია ბრეკეტებითა და ელაინერებით მკურნალობის დაწყება?

ორთოდონტები: ვალერიან როსებაშვილი და მარიამ ბეჟუაშვილი გვირჩევენ, რომ ექიმთან პირველი საპროფილაქტიკო ვიზიტები 4-5 წლის ასაკში დავიწყოთ, აქტიური მკურნალობა კი - 6-7 წლის ასაკში, რაც მომავალში სერიოზულ გართულებებს აგვარიდებს თავიდან.

ვალერიან როსებაშვილი: „ჩემს პრაქტიკაში პაციენტების ასაკი 2.5 წლიდან იწყება. პირველი პრობლემები, რომელიც 2.5-3 წლიდან შეიძლება გამოვლინდეს, უფრო ადვილად გამოსწორებადია, ვიდრე უკვე გართულებულ შემთხვევებში. ელაინერებით მკურნალობა შესაძლებელია ასევე 6-7 წლიდან, როგორც ფუნქციური აპარატებით, ასევე ბრეკეტებით 8 წლიდან, სეგმენტურ სისტემებზე (2x4 - ე.წ საბავშვო ბრეკეტები). სტანდარტული მკუნალობა კი უკვე 12 წლის ასაკიდან ხდება, როცა ყველა მუდმივი კბილი ამოსული და ჩამოყალიბებულია“.

ორთოდონტების თქმით, „რიხტერის კლინიკა“ აღჭურვილია თანამედროვე ციფრული აპარატებით, რაც მათ საშუალებას აძლევს, მკურნალობა წარმართონ წინასწარ შემუშავებული ციფრული გეგმით, ეს კი წარმატების გარანტია.

ექიმი მარიამ ბეჟუაშვილი აღნიშნავს, რომ ბრეკეტები პოპულარობით სარგებლობს მოზარდებში, რადგან მისი ფერადი რეზინები ძალიან მოსწონთ და მკურნალობის პროცესს უხალისებთ. ელაინერებზე არჩევანს კი ძირითადად ზრდასრულები აკეთებენ.

  • რა განსხვავებაა ბრეკეტებითა და ელაინერებით მკურნალობის პროცესს შორის?

ორთოდონტი მარიამ ბეჟუაშვილი: „ბრეკეტები არის მოუხსნელი კონსტრუქცია, რომელიც დაფიქსირებულია იმ პოზიციაში, რა მიმართულების მიცემაც გვინდა კბილისთვის. რკალი, რომელიც გარედან უკეთდება, მუდმივ ზეწოლას ახდენს კბილზე და ასწორებს მას. რადგანაც ბრეკეტი მოუხსნელი აპარატია, საჭიროებს ჰიგიენის განსაკუთრებულ დაცვას, რათა თავიდან ავიცილოთ კარიესის განვითარებისა და ღრძილების პრობლემები. აუცილებელია ორთოდონტთან რეგულარული ვიზიტები რათა მოხდეს ბრეკეტის აქტივაცია

ასევე, ძალიან ხშირად გამოიყენება გამჭვირვალე კერამიკული ბრეკეტები, რასაც უფრო მოზრდილი პაციენტები ანიჭებენ უპირატესობას. ელაინერები კი მოსახსნელი აპარატია, ვისაც კბილების შეუმჩნევლად გასწორება სურს, მათთვის ელაინერები იდეალური ვარიანტია. ვინაიდან მისი მოხსნა შესაძლებელია, კვებისა და ჰიგიენის პროცესს ამარტივებს, მაგრამ შედეგის მისაღებად მოითხოვს ექიმის დანიშნულების ზუსტად შესრულებას: რეკომენდებულია, რომ ელაინერები პაციენტმა 20-22 საათის განმავლობაში ატაროს და მოიხსნას მხოლოდ კვებისა და ჰიგიენის დროს ან აუცილებელ სიტუაციებში, იქნება ეს შეხვედრა, წვეულება თუ სხვა“.

რიხტერის კლინიკა

ორთოდონტი ვალერიან როსებაშვილი: „არსებობს ჩამოყალიბებული სტერეოტიპები, რომ ელაინერები მხოლოდ მსუბუქი შემთხვევებისთვის არის მიზანშეწონილი და რთულ შემთხვევაში მხოლოდ ბრეკეტის სისტემაა ეფექტური. სინამდვილეში, ელაინერები არის „სუპერზუსტი“ ინსტრუმენტი ისეთი ორთოდონტის ხელში, რომელსაც ესმის კბილების ბიომექანიკა ელაინერებზე. ელაინერების მეშვეობით პროფესიონალ ორთოდონტს შეუძლია ჩაატაროს ღრმა კორექციები და რთულ შემთხვევებს უმკურნალოს ისე, როგორც ამას ბრეკეტის სისტემით გააკეთებდა. ზოგ შემთხვევაში კი, უფრო სწრაფადაც და გაცილებით დიდი სიზუსტით ვიდრე ბრეკეტებზე.

ელაინერების შემთხვევაში, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ყოველი კბილის მოძრაობა წინასწარ არის დაგეგმილი. „რიხტერის კლინიკაში“ დანერგილი ციფრული პროგრამების მეშვეობით პაციენტს მკურნალობის დაწყებამდე შეუძლია დაინახოს, როგორი პროგრესი აქვს და რა შედეგს მიიღებს საბოლოოდ. პრაქტიკაში ვიყენებთ Invisalign-ის სპეციალიზებულ სისტემას, საუკეთესო ელაინერებს, რაც ბაზარზე არსებობს. საუკეთესო შედეგის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ გამოცდილი ექიმებისა და მათ ხელში არსებული თანამედროვე ინსტრუმენტების წყალობით. მკურნალობის პროცესში ჩვენ ბოლომდე ვაკონტროლებთ, როგორ მოძრაობს კბილები, ფესვები და რა ვადით სჭირდება მას მკურნალობა შედეგის მისაღებად.

ელაინერების ტექნოლოგიის უპირატესობაა ისიც, რომ შეგვიძლია, მასში ჩავდოთ სპეციალიზებული მინერალიზებული გელები, რომელიც მინანქარს ამაგრებს. შესაბამისად მითი, რომ ელაინერების გამოყენებისას კარიესები ჩნდება, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ყველაფერი ინდივიდუალურ ჰიგიენასთან არის დაკავშირებული და მისი სათანადოდ დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორთოდონტიული მკურნალობის დროს.

  • რა შემთხვევაში არ არის რეკომენდებული არცერთი მეთოდით მკურნალობა?

ორთოდონტი მარიამ ბეჟუაშვილი: არსებობს სიტუაციები, როდესაც ორთოდონტიული აპარატებით მკურნალობა მიზანშეწონილი არ არის და შეიძლება რისკის შემცველიც კი იყოს. მაგალითად, თუ პაციენტს აღენიშნება ძვლის დეფიციტი ან ღრძილებისა და კბილის ფესვების დაზიანება.

  • რა პროცედურები ტარდება მკურნალობის დასრულების შემდეგ?

ორთოდონტი ვალერიან როსებაშვილი: ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული პროცესია გასწორებული კბილების შენარჩუნება ანუ რეტენცია.

ორთოდონტიული მკურნალობის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ რეტენციული ფაზა იწყება. ფინალურ ეტაპზე ვხსნით ბრეკეტებს ან ელაინერების საფიქსაციო მასალებს კბილებიდან, ვატარებთ პროფესიონალურ წმენდას, პოლირებას და ხანდახან ფტორირებასაც, რათა მინანქარი უფრო გავაჯანსაღოთ. შემდეგი ეტაპი უკვე თანკბილვის შემოწმებაა, ასევე კეთდება კონტაქტების კორექცია, თუ ამის საჭიროება არსებობს. ვიღებთ საბოლოო სურათებს და ვაფიქსირებთ ახალ თანკბილვას ინტრაორალური სკანერით. შემდეგ გადავდივართ რეტეინერების ფიქსაციაზე. არსებობს მოუხსნელი და პლასტიკური რეტეინერები, რომელიც ძალიან ჰგავს ელაინერებს. მე ორივეს გამოყენებას ვუწევ რეკომენდაციას.

არსებობს რეტეინერების გამოყენების ევროპული და ამერიკული მიდგომა: ევროპაში პაციენტი მას 3 წლის განმავლობაში ატარებს, ხოლო ამერიკაში, სადაც ლამაზი თანკბილვისა და სწორი კბილების კულტია, ცდილობენ, რეტეინერების გამოყენების ვადა მაქსიმალურად გაახანგრძლივონ. მე ამერიკული მიდგომის მომხრე ვარ, რადგან ყველა პაციენტს განსხვავებული მდგომარეობა აქვს ორგანიზმში, რომელზეც დამოკიდებულია კბილების პოზიციის შენარჩუნება და ფიქსაცია.

ორთოდონტი მარიამ ბეჟუაშვილი: რეტენციული პერიოდი ყველა პაციენტის შემთხვევაში ინდივიდუალურად ინიშნება ასაკისა და კბილების ანომალიის გათვალისწინებით. ზოგიერთი პაციენტისთვის საკმარისია რამდენიმე წელი, ზოგიერთის შემთხვევაში კი მთელი ცხოვრების განმავლობაშია რეკომენდებული, ღამით ატაროს მოსახსნელი რეტეინერები, რათა კბილებმა სწორი პოზიცია შეინარჩუნოს და რეციდივი ავირიდოთ თავიდან.

თუ პაციენტი ყურადღებით იცავს ექიმის მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას, მისი ღიმილი იქნება ისეთივე ლამაზი, როგორიც მკურნალობის შემდგომ. ხოლო თუ არ ვიცავთ რეკომენდაციებს, არ ვატარებთ რეტენციულ აპარატს, შეიძლება პაციენტს მეორედ ან მესამედაც დასჭირდეს ორთოდონტიული მკურნალობა.

„რიხტერის კლინიკა“

  • რა მნიშვნელობა აქვს ხარისხს, როგორც ელაინერის, ისე ბრეკეტის და „რიხტერის კლინიკაში“ რა მასალებს იყენებთ?

ორთოდონტი მარიამ ბეჟუაშვილი: ბრეკეტების და ელაინერების შემთხვევაში ხარისხს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ოდნავ განსხვავებული თვალსაზრისით. კერძოდ, მაღალი ხარისხის ბრეკეტები უზრუნველყოფს უფრო პროგნოზირებად შედეგს, ნაკლებ დისკომფორტს და მკურნალობის უფრო სწრაფ პროგრესს. დაბალი ხარისხის სისტემამ შეიძლება გამოიწვიოს კბილების არასწორი მოძრაობა ან უფრო ხანგრძლივი მკურნალობა. ელაინერების ხარისხი კი განისაზღვრება მათი მასალის გამჭვირვალობითა და ელასტიკურობით, ციფრული დაგეგმვის სიზუსტით და წარმოების ტექნოლოგიით. კარგი ხარისხის ელაინერი ზუსტად ჯდება კბილებზე, არ იბზარება, პრაქტიკულად უხილავია და უზრუნველყოფს კბილოს სწორ მოძრაობას. დაბალი ხარისხის ელაინერები ხშირად ვერ იძლევა ზუსტ შედეგს და ადვილად ზიანდება. საერთო ჯამში, ბრეკეტებშიც და ელაინერებშიც ხარისხი განსაზღვრავს შედეგის სიზუსტეს, მკურნალობის ხანგრძლივობასა და კომფორტს. მაღალი ხარისხის სისტემა ყოველთვის უზრუნველყოფს უკეთეს, სტაბილურ და ესთეტიკურად სასურველ შედეგს.

ბრეკეტებსა და ელაინერების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან კონსულტაციისთვის დაჯავშნეთ ვიზიტი „რიხტერის კლინიკაში“ ორთოდონტებთან - მარიამ ბეჟუაშვილთან და ვალერიან როსებაშვილთან.

ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ „რიხტერის კლინიკის“ ვებგვერდს და დარეკეთ ნომერზე: 0322500068

R