ავტორი:

"არ მეკადრება პასუხი გავცე ჭორიკანებს! ყველაფერი შრომით არის შექმნილი" - რას ამბობს ნიკუშა შენგელაია მისი და დეპუტატი მეუღლის ქონებაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე

"არ მეკადრება პასუხი გავცე ჭორიკანებს! ყველაფერი შრომით არის შექმნილი" - რას ამბობს ნიკუშა შენგელაია მისი და დეპუტატი მეუღლის ქონებაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე

XI მოწვევის პარლამენტში "ქართული ოცნების" მე-15 ნომერი, ეკა ჭიჭინაძე, რომელიც პარლამენტარის მანდატს პირველად ფლობს, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსების შემდეგ სოციალურ ქსელებში განხილვის საგნად იქცა.

bm.ge-ის მიერ ორი დღის წინ გამოქვეყნებულმა მასალამ, სადაც დეტალურად არის აღწერილი 2025 წლის 22 იანვარს შევსებული დეკლარაცია, საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. მასალაში ასახულია როგორც დეკლარანტის, ეკა ჭიჭინაძის, ასევე მისი მეუღლის, ნიკოლოზ შენგელაიას საკმაოდ შთამბეჭდავი ქონება, რომლის დიდი ნაწილიც სწორედ მეუღლის სახელზე ფიქსირდება.

დეკლარირებული ქონებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია:

უძრავი ქონება: ოჯახი რამდენიმე უძრავ ქონებას ფლობს, მათ შორის:

ბინა თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე (129.16 კვ.მ.), რომელიც ეკა ჭიჭინაძის 100%-იან საკუთრებაშია.

ხუთი სხვადასხვა უძრავი ქონების 50%-იანი წილი ნიკოლოზ შენგელაიას საკუთრებაში, მათ შორის საცხოვრებელი სახლები თბილისში (სოფელი დიღომი, წყნეთი, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩა) და ბინა ბათუმში.

მსუბუქი ავტომანქანები: ოჯახის საკუთრებაშია ოთხი ავტომანქანა. მათ შორის:

Mercedes GLC 200, რომელიც ეკა ჭიჭინაძემ 2023 წლის სექტემბერში 70,000 ევროდ შეიძინა.

Mercedes GLE 450, შეძენილი ნიკოლოზ შენგელაიას მიერ 2021 წელს 91,000 აშშ დოლარად.

Mercedes Benz ML400, შეძენილი ნიკოლოზ შენგელაიას მიერ 2015 წელს 80,000 აშშ დოლარად.

ეკა ჭიჭინაძე ეკატერინე ხვედელიძის მეგობარია

საბანკო ანგარიშები: ნიკოლოზ შენგელაიას სახელზე ფიქსირდება მნიშვნელოვანი თანხები, მათ შორის 480,000 აშშ დოლარის დეპოზიტი "საქართველოს ბანკში" და მიმდინარე ანგარიშებზე ჯამში 288,000-ზე მეტი აშშ დოლარი და 22,500-ზე მეტი ევრო.

პარლამენტარის მეუღლე: "არ მეკადრება პასუხი გავცე ჭორიკანებს!"

ამ საკითხზე ატეხილი აჟიოტაჟის ფონზე, "კვირის პალიტრამ" კომენტარი სთხოვა ეკა ჭიჭინაძის მეუღლეს, ნიკოლოზ შენგელაიას.

მან საუბარი არ ისურვა, თუმცა აღნიშნა, რომ "ყველაფერი შრომით, თაობების მიერ არის შექმნილი, შევსებულია დეკლარაცია და არაფერია დამალული..."

რაც შეეხება ინტერვიუს, შენგელაიამ მხოლოდ შემდეგი განაცხადა: "არ მეკადრება პასუხი გავცე ჭორიკანებს!"

კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა თავად ეკა ჭიჭინაძემაც, რომელმაც Ambebi.ge-სთან საუბრისას აღნიშნა:

"ჩვენ, მე და ჩემი ქმარი შევთანხმდით, რომ ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებთ, უაზრობაა. რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ? - ვისაც როგორ უნდა ისე დააყენოს ეჭვქვეშ, ჩვენ ამ საკითხზე კომენტარს არ ვაკეთებთ."

წაიკითხეთ ასევე: