2025 წელს მზეზე ყველაზე ძლიერი აფეთქება დაფიქსირდა. აფეთქებამ ევროპასა და აფრიკაში რადიოკავშირის გათიშვა გამოიწვია, რამაც დროებით დააზარალა ავიაცია, საზღვაო, საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემა, GPS, რადარი და თანამგზავრული კომუნიკაციები.
კოსმოსური მეცნიერი სტეფ იარდლი მზის აქტივობას "არც ისე გავრცელებულს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ მზიდან წამოსული ეს უკიდურესად ენერგიული ნაწილაკები იმდენად ძლიერია, რომ მიწაზე დაფუძნებულ დეტექტორებს მათი დაფიქსირება შეუძლიათ.
"1942 წლიდან 75 ჩანაწერი დაფიქსირდა“, - დაწერა მან X-ზე.

ხშირად, მაგნიტური ქარიშხალი იწვევს თავის ტკივილს და შაკიკს. უძილობას ან ძილიანობას და სისუსტეს.

ოფიციალურმა პირების განცხადებით, მზიდან წამოსული მაღალი ენერგიის ნაწილაკები რადიაციის საშიშროების გამაფრთხილებელ სიგნალს იწვევს. ფრენების დროს მგზავრები და ეკიპაჟი შესაძლოა ოდნავ მომატებული დასხივების წინაშე აღმოჩნდნენ.
მზის აფეთქებები კლასიფიცირდება მათი რენტგენის სიკაშკაშის მიხედვით, რომელიც თანამგზავრების მიერ იზომება კონკრეტულ ტალღის სიგრძეში. ისინი იყოფა ხუთ ძირითად კატეგორიად: A, B, C, M და X, ყველაზე სუსტიდან ყველაზე ძლიერამდე.
თითოეული კლასი ენერგიის დაახლოებით ათჯერ გაზრდას წარმოადგენს, X კლასის აფეთქებები კი ყველაზე ძლიერია და შეუძლია თანამგზავრების, რადიოკომუნიკაციების და მაღალ სიმაღლეზე ფრენების შეფერხებაც კი.