ავტორი:

"საქმე პრაქტიკულად გახსნილია": დაკავებულია ორი პირი - რა ახალი დეტალები ვრცელდება აფხაზი გავლენიანი "ქურდის" რაულ ბარცბას მკვლელობის მცდელობის საქმეზე

"საქმე პრაქტიკულად გახსნილია": დაკავებულია ორი პირი - რა ახალი დეტალები ვრცელდება აფხაზი გავლენიანი "ქურდის" რაულ ბარცბას მკვლელობის მცდელობის საქმეზე

"საქმე პრაქტიკულად გახსნილია": დაკავებულია ორი პირი - რა ახალი დეტალები ვრცელდება აფხაზი გავლენიანი "ქურდის" რაულ ბარცბას მკვლელობის მცდელობის საქმეზე

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ 11 ნოემბერს, სოხუმში, სამგლოვიარო პროცესიაზე მომხდარი სისხლიანი თავდასხმის ეჭვმიტანილები დაკავებულები არიან. უახლესი ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად დაჭრილი ხუთი პირიდან ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თავდასხმა, რომლის მთავარი სამიზნე იყო აფხაზეთის კრიმინალური სამყაროს პირველი ფიგურა, „კანონიერი ქურდი“ 59 წლის რაულ ბარცბა, მეტსახელად „პიზა“, რეგიონში უსაფრთხოების სრული დეგრადაციის ახალი სიმბოლო გახდა. თავად „პიზა“ ხელის არეშია დაჭრილი, ხოლო სხვა დაჭრილების მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

ეჭვმიტანილების დაკავების დეტალები

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ განაცხადა, რომ საქმე "პრაქტიკულად გახსნილია". არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულები არიან ორი პირი. ერთი მათგანი, სავარაუდოდ, ყოფილი სპეცრაზმელი, სოხუმში აიყვანეს, მეორე კი – სოჭის აეროპორტში, რუსეთის ტერიტორიაზე გაქცევის მცდელობისას. სროლის შედეგად დაშავებული ხუთი პირიდან ერთი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ გარდაიცვალა. დანარჩენი დაჭრილების, მათ შორის „პიზას“ ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

რა მოხდა დაკრძალვაზე

თავდასხმა მოხდა სოხუმის „მაყურებლად“ ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის, გენადი ადლეიბას დაკრძაკლვის დროს. მსვლელობისას, მიტოვებული შენობიდან ცეცხლი მიმართულებით გაიხსნა, სადაც „კრიმინალური ელიტა“ იყო შეკრებილი.

მთავარი სამიზნე იყო რაულ ბარცბა („პიზა“), რომელიც გუდაუთის კლანის ლიდერია და აფხაზეთში წლების მანძილზე უდავო „ნომერ პირველ ქურდად“ ითვლება.

რუსული კრიმინალური მედია, კერძოდ „Прайм Крайм“, თავდასხმას პირდაპირ უკავშირებს „პიზას“ მრავალთვიან სისხლიან კონფლიქტს სხვა გავლენიან ფიგურასთან, თემურ კაპბასთან, იგივე „გულთან“. კონფლიქტის მიზეზი აფხაზეთში კრიმინალური ფინანსური ნაკადებისა და გავლენისთვის ბრძოლაა.

წაიკითხეთ ვრცლად: