ძლიერმა და ფართომასშტაბიანმა წყალდიდობამ ზოგიერთი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. დღეს დილით, უელსის ბუნებრივი რესურსების სააგენტომ წყალდიდობის ოთხი სერიოზული გაფრთხილება გაავრცელა.


"მინდა მადლობა გადავუხადო ყველას პროფესიონალიზმისა და მზრუნველობისთვის, რომელსაც ისინი ძალიან რთულ ვითარებაში იჩენენ. მოვუწოდებდი საზოგადოებას, შეძლებისდაგვარად სრულად მოერიდონ მონმუთის რაიონს. მნიშვნელოვანია გზების გათავისუფლება, რათა სასწრაფო დახმარების სამსახურებმა შეძლონ ადამიანებამდე მისვლა" - ნათქვამია განცხადებაში.


ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევები და წყალდიდობა ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ზოგიერთ რაიონშიც დაფიქსირდა. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში წაქცეულმა ხეებმა გზები გადაკეტა.
მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ინგლისსა და უელსში დღის განმავლობაში ხანმოკლე წვიმისა და ჭექა-ქუხილის პერიოდებია მოსალოდნელი, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში კი მზიან ამინდს ელიან. თუმცა, წყალდიდობის რისკი კვლავ რჩება: გარემოს დაცვის სააგენტოს 90-ზე მეტი გაფრთხილება წყალდიდობის შესახებ დღესაც ძალაშია.



