ავტორი:

"11 გარდაცვლილია, 12 დაკარგულად ითვლება" - მეწყერი ინდოეთში

"11 გარდაცვლილია, 12 დაკარგულად ითვლება" - მეწყერი ინდოეთში

ინდონეზიაში მეწყერს 11 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

  • გამოცემის ცნობით, ინდონეზიის პროვინცია ცენტრალურ იავაში ძლიერი წვიმებით გამოწვეულმა მეწყერმა 11 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო 12 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

ინდონეზიის კატასტროფების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის, აბდულ მუჰარის განცხადებით, სტიქიის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

„11 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს, სამი გუშინ და რვა დღეს. თორმეტი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება“, - განაცხადა სააგენტოს წარმომადგენელმა.