ავტორი:

პარლამენტთან კვლავ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან კვლავ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა.

მოქალაქეები უშუალოდ პარლამენტის წინ, ტროტუარზე არიან შეკრებილები.გზის სავალ ნაწილთან კი პოლიციელები არიან მობილიზებულები.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.

უწყვეტი აქციების 353-ე დღესაც მოქალაქეების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები დ გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებულები.