ბირთვული იარაღის გამოცდას სხვა ქვეყნების მსგავსად ჩავატარებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ამასთან, CNN-ის ინფორმაციით, უახლოეს რამდენიმე დღეში აშშ-ში ბირთვული არსენალის შენახვაზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირები თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდებიან, რათა ისინი დაარწმუნონ, რომ ბირთვული იარაღის გამოცდა არ განაახლონ