ავტორი:

"ამ ჩხუბში ყველაზე მოსაწყენი იყავი. ყოველ დღე კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ დაგაძინებ" - ილია თოფურია ისლამ მახაჩევს მიმართავს

"ამ ჩხუბში ყველაზე მოსაწყენი იყავი. ყოველ დღე კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ დაგაძინებ" - ილია თოფურია ისლამ მახაჩევს მიმართავს

UFC 322-ის მთავარ ბრძოლაში დაღესტნელმა ისლამ მახაჩევმა ჯეკ დელა მადალენა დაამარცხა და ქვესაშუალო წონის ჩემპიონი გახდა.

• ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება მისი შემდეგი მეტოქე, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოტენციურად დიდი შანსია იმისა, რომ შემდეგი მოწინააღმდეგე ილია თოფურია იყოს.

მადალენა-მახაჩევის ჩხუბს ქართველი ჩემპიონი უკვე გამოეხმაურა. როგორც ილია X-ის ოფიციალურ გვერდზე წერს, სულ უფრო რწმუნდება, რომ "ისლამს დააძინებს".

"ჯეკს მთელი ბანაკი სჭირდება, რომ ჭიდაობა ისწავლოს. რა იმედგაცრუებაა, ჩემპიონისგან - საქართველოში უნდა წახვიდე, რომ რაღაც ისწავლო.

ისლამ, შენ გჭირდება რაღაც, რასაც ვარჯიშით ვერ ისწავლი - ემოციები.

ამ ჩხუბში ყველაზე მოსაწყენი იყავი. ყოველ დღე კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ დაგაძინებ", - წერს თოფურია.

ISLAM MAKHACHEV HAS DONE IT 😱 🏆

AN OUTSTANDING PERFORMANCE FROM MAKHACHEV TO BECOME THE NEW UFC WELTERWEIGHT CHAMPION 👏 #UFC322 pic.twitter.com/U1KNN4WI0r
— ESPN (@espn) November 16, 2025