ბელა ჰადიდი ლაიმის დაავადებასთან ბრძოლას კვლავ განაგრძობს.
სუპერმოდელმა Instagram-ზე რამდენიმე პოსტი გააზიარა, მათ შორისაა ინფლუენსერ ალექსანდრა უაილდსონის სლაიდები, სადაც წერია: "ცხოვრების ორსახოვნება ქრონიკულ დაავადებასთან ერთად"


სექტემბერში 28 წლის მოდელმა საავადმყოფოს საწოლიდან შემაშფოთებელი ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოებში ჩანს, რომ ჰადიდი საავადმყოფოს პალატაში ინტრავენურ აპარატზეა შეერთებული.

მან ფოტოების აღწერაში დაწერა: "ბოდიში,რომ ყოველთვის უეცრად ვქრები სოციალური ქსელებიდან, მიყვარხართ".
"მებრძოლი! მიყვარხარ! იმედი მაქვს, მალე თავს ისე მოძლიერებულად და კარგად იგრძნობ, როგორც იმსახურებ!!!"


წყარო: pagesix
მოამზადა: ანა სიბოშვილმა