ავტორი:

თორნიკე რიჟვაძე, ოჯახის წევრებთან ერთად, გერმანიაში იმყოფება - "აჭარა თაიმსი"

თორნიკე რიჟვაძე, ოჯახის წევრებთან ერთად, გერმანიაში იმყოფება - "აჭარა თაიმსი"

"აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ოჯახის წევრებთან ერთად, გერმანიაში იმყოფება.

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რიჟვაძეები თურქეთიდან გერმანიაში სამკურნალოდ გაემგზავრნენ.

მათივე ცნობით, თორნიკე რიჟვაძე ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. შემთხვევის შემდეგ მას ერთ თვალზე ხედვა დაკარგული აქვს.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ 7 ივლისს თვითმკვლელობა სცადა. მას გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. ოჯახის მოთხოვნით, რიჟვაძე მკურნალობისთვის თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ალექსი ახვლედიანი აცხადებდა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვიდოდა და კითხვებს უპასუხებდა.