ავტორი:

"სცენაზე შვილის გარეშე გამოსვლა აღარ სურს" - რუსული მედია სოსო პავლიაშვილის კარიერის დასრულებაზე წერს: რა წერია მომღერლის ანდერძში

"სცენაზე შვილის გარეშე გამოსვლა აღარ სურს" - რუსული მედია სოსო პავლიაშვილის კარიერის დასრულებაზე წერს: რა წერია მომღერლის ანდერძში

ქართველი მომღერლის, სოსო პავლიაშვილის ირგვლივ მოვლენები უცნაურად ვითარდება. რუსული მედიის ცნობით, მომღერალმა გადაწყვიტა, რომ კორპორაციულ ღონისძიებებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იმღერებს, თუ სცენაზე მასთან ერთად მისი უფროსი ვაჟი, ლევანიც იქნება.

ადგილობრივი მედია ვარაუდობს, რომ ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ეს მომღერლის კარიერის დასასრულია…

უცნაური პირობა, შთამბეჭდავი ჰონორარი, მაგრამ მხოლოდ დუეტი, სოლო - არა

კორპორაციული ღონისძიებების ორგანიზატორები გაკვირვებულები არიან: სოსო პავლიაშვილი კატეგორიულ უარს აცხადებს სოლო გამოსვლებზე. ის მზად არის შეასრულოს სულ 1-2 სიმღერა მარტომ, მაგრამ დანარჩენი დრო სურს, რომ სცენაზე შვილთან, ლევანთან იდგეს და მასთან დუეტში იმღეროს.

ამ უცნაური პირობის მიუხედავად, პავლიაშვილის ჰონორარი შთამბეჭდავია. ერთი გამოსვლისთვის ის დაახლოებით $27,000-დან $33,000-მდე ითხოვს (2.5-3 მილიონი რუბლი).

ზოგიერთი პროდიუსერი უკვე ვარაუდობს, რომ მომღერალი კარიერის დასრულებისთვის ემზადება და სცენას ახალგაზრდა თაობას უთმობს.

სოსო პავლიაშვილის საკონცერტო მოთხოვნებში შედის, ძვირადღირებული ვისკი, საკვები მუსიკოსთან მთელი ჯგუფისთვის, არავითარი თევზი და ზღვის პროდუქტები სუფრაზე და ორი თავისუფალი ოთახი.

შვილი - ლევანი: " მისთვის მანქანაც არც მიჩუქებია"

ლევან პავლიაშვილს, რომელიც მამასთან ერთად გამოდის, აღზრდის მკაცრი წესებითაა გაზრდილი. მომღერლის თქმით, შვილი სუვოროვის სამხედრო სასწავლებლის კურსდამთავრებულია და მიუხედავად იმისა, რომ მისი მამა ვარსკვლავია, არაფერი მიუღია მზამზარეულად.

"მე მისთვის არც ბინა და არც მანქანა არ მიჩუქებია. ის, როგორც ნამდვილი მამაკაცი, მხოლოდ საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებზე ამყარებს იმედს," - აღნიშნა სოსო პავლიაშვილმა.

პოზიცია ომზე: "ანტიქრისტე გაიმარჯვებს"

სოსო პავლიაშვილი არ ერიდება პოლიტიკურ განცხადებებს. 2023 წლის მაისში მან ღიად დაუჭირა მხარი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს და თავისი პოზიცია რელიგიურ ჭრილში განმარტა.

"ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთი გაიმარჯვებს, რადგან ღმერთმა უნდა გაიმარჯვოს. თუ რუსეთი არ გაიმარჯვებს, მაშინ ანტიქრისტე გაიმარჯვებს, რაც მე არ მინდა."

პავლიაშვილი ასევე აღიარებს, რომ დახმარების მიზნით ჩუმად ჩადის დონბასში, თუმცა ამაზე საჯაროდ ლაპარაკს ერიდება.

ქონება და ანდერძი - ყველაფერი გადანაწილებულია

სოსო პავლიაშვილი წლებია, ირინა პატლახთან ცხოვრობს. თუმცა ისინი ოფიციალურად არ არიან დაქორწინებულები.

"ჩვენ ყველაფერი გავანაწილეთ, ანდერძიც გვაქვს. ჩვენს ოჯახში ყველა წევრს აქვს თავისი პატარა ნაწილი საერთო საქმეში, არავინ არის გაურკვეველ მდგომარეობაში", - ამბობს პავლიაშვილი.

ოჯახი მოსკოვის გარეუბანში, საკუთარ სახლში ცხოვრობს და ტკბება ბუნებასთან სიახლოვით. სახლთან ახლოს პავლიაშვილმა ცალკე სტუდიის მშენებლობა დაიწყო, რომელიც მთლიანად მეუღლისთვის იქნება განკუთვნილი.

წაიკითხეთ ასევე: