"სააკაშვილის წამოყვანის საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა.
"რაც შეეხება შესაძლებლობას, რომ ბატონი სააკაშვილი წამოვიყვანოთ, ეს ჩვენი დღის წესრიგის ნაწილია.
უკრაინა აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე. პრეზიდენტ ზელენსკის არაერთხელ გამოუთქვამს თავისი პოზიცია ბატონ სააკაშვილთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ მას ვთვლით უკრაინის სრულუფლებიან მოქალაქედ და ამასთან, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ის საქართველოს გულია.
ჩვენს ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან ერთად ვაკეთებთ მიმართვებს, იქნება ეს საგარეო საქმეთა სამინისტრო თუ პრეზიდენტის ოფისი. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას, მოგვცენ საშუალება, ბატონი სააკაშვილი უკრაინაში თუ არა, სხვა ქვეყანაში მაინც გადავიყვანოთ სამედიცინო მიზნებით", - აცხადებს პოდოლიაკი.