ავტორი:

ირანმა  წვიმის ხელოვნურად გამოსაწვევად "ღრუბლების დათესვა" დაიწყო - ქვეყანაში გრძელვადიანი გვალვის გამო, წყალი თითქმის გაქრა

ირანმა  წვიმის ხელოვნურად გამოსაწვევად "ღრუბლების დათესვა" დაიწყო - ქვეყანაში გრძელვადიანი გვალვის გამო, წყალი თითქმის გაქრა

ირანის ხელისუფლებამ გვალვასთან ბრძოლის ფარგლებში, წვიმის ხელოვნურად გამოსაწვევად, ღრუბლებისთვის ქიმიკატების შესხურება დაიწყო. ამ ტექნოლოგიას სხვაგვარად “ღრუბლების დათესვა“ ეწოდება.

  • “ღრუბლების დათესვა“ გულისხმობს ქიმიკატების - ვერცხლის ან კალიუმის იოდიდის შეფრქვევას ზედა ფენაში. ეს აჩქარებს წყლის ორთქლის კონდენსაციას და შემდგომ ნალექებს.

ირანული საინფორმაციო სააგენტო „ირნას“ ცნობით, შაბათს ეს პროცესი ურმიის მარილიანი წყლის აუზზე განხორციელდა. ურმია ირანის უდიდესი ტბაა, მაგრამ რამდენიმეწლიანი გვალვის გამო ის მნიშვნელოვნად დაშრა და მარილიან ჭაობად იქცა. სააგენტოს ცნობით, ღრუბლების დათესვა გაგრძელდება ტბის მიმდებარე დასავლეთ და აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციებში.

თეირანში წვიმისთვის ლოცვა უკვე აღევლინა

ქვეყანა დიდი ხანია გვალვას ებრძვის, რამაც წყლის მარაგების ამოშრობა გამოიწვია. ირანის მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემებით, ქვეყანაში ნალექების რაოდენობა წელს გრძელვადიან საშუალო მაჩვენებელზე 89%-ით ნაკლებია.

დედაქალაქ თეირანში, რომლის მოსახლეობა 9 მილიონზე მეტია, წყალსაცავები თითქმის დამშრალია. ამის ფონზე, ხელისუფლება არ გამორიცხავს წყალმომარაგების შეზღუდვას და პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა ევაკუაციის აუცილებლობაზეც კი ისაუბრა.

“ღრუბლების დათესვა“ ათწლეულების განმავლობაში ცნობილი მეთოდია. ბოლო წლებში აღნიშნული ტექნოლოგია არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმაც გამოიყენეს.

წყარო

იხილეთ ასევე: