ავტორი:

სანდრო თვალჭრელიძე: "დიდი სკანდალი გველოდება... როგორც წესი, ყველაზე კორუმპირებული ისინი აღმოჩნდებიან ხოლმე, ვინც კორუფციას ყველაზე მეტად ებრძვის"

სანდრო თვალჭრელიძე: "დიდი სკანდალი გველოდება... როგორც წესი, ყველაზე კორუმპირებული ისინი აღმოჩნდებიან ხოლმე, ვინც კორუფციას ყველაზე მეტად ებრძვის"

გასულ კვირას, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, თბილისის საქალაქო სასამართლომ ექსპრემიერსა და პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარეს წარდგენილი ბრალის ორივე - ე.წ. ჩორჩანისა და 20 ივნისის აქციის ეპიზოდზე აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის "მ" ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიებაა და იხსენებენ 2024 წლის ოქტომბერში ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ივანიშვილის ინტერვიუს, რომელშიც მან გახარიას "გარეწარი" უწოდა და თქვა, მისი გასამართლებისთვის სასამართლოს დონეზე გვაქვს დოკუმენტები დალაგებულიო.

"ეს არის თავიდან ბოლომდე შეთითხნილი საქმე, პოლიტიკური მდგენელი, ივანიშვილის პერსონალური ვენდეტა გიორგი გახარიაზე, რომელიც ჰქონდა დაანონსებული", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

- ზოგადად რომ შევაფასოთ ვითარება, გეტყვით, რომ რასაც თვალს ვადევნებთ, ეს არის მზარდი ავტორიტარიზმისთვის დამახასიათებელი მეთოდები. რატომღაც ხელისუფლებაში მოსულ პირებს ისტორია ავიწყდებათ და სწორედ იმავე შეცდომებს იმეორებენ, რისი მსხვერპლიც, ადრე თუ გვიან, თვითონვე ხდებიან. პირველი კომუნისტური ტერორი ჯერ კიდევ 1918 წელს ტროცკიმ დაიწყო, რომელსაც შემდგომ თვითონვე ემსხვერპლა. შემდგომ იყო იაგოდას, ეჟოვის, ბერიას სასტიკი რეპრესიები - ბოლოს სამივე დახვრიტეს. გაიხსენეთ, ჰიტლერის ანგარიშსწორებაც, რომელსაც "გრძელი დანების ღამე" ეწოდა და როდესაც ერთ ღამეში მთელი თავისი მიუნხენიდან წამოსული გარემოცვა გაანადგურა. ყველა ავტორიტარული რეჟიმი თითქმის ერთი და იმავე სცენარით მოქმედებს. სამწუხაროდ, დღეს სწორედ ეს ხდება საქართველოშიც. ისე, დღევანდელ მთავრობას ვეტყოდი, ფრთხილად იყვნენ, მალე მათი დროც არ მოვიდეს.

ცოტა სასაცილო კი არის გახარიასთვის წაყენებული ბრალდებები. გავიხსენოთ ჩვენი ძალიან უახლესი ისტორია, 2019 წლის 20 ივნისს მოხდა ის დარბევა, რაზეც იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს ედავებიან, იმავე წლის აგვისტოში კი იყო ჩორჩანის საგუშაგოს ამბავი. ამის შემდეგ, ანუ მას მერე, რაც როგორც დღეს გვიმტკიცებენ, გახარიამ ეს "საშინელი დანაშაულები" ჩაიდინა, უკვე 2019 წლის სექტემბერში, ის "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი გახდა და რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქვეყანას, სხვათა შორის, როგორც "ქართული ოცნება" იმხანად გვიმტკიცებდა, საუკეთესოდ.სწორედ ის მართავდა მთავრობას პანდემიის დროს და არცთუ ურიგოდ, ამაში "ქართული ოცნების" იმჟამინდელ განცხადებებს დღესაც ვეთანხმები...

ანუ რა გამოდის, ამხელა დამნაშავეს ჩააბარეს ქვეყნის მართვა? ბუნებრივად იბადება კითხვა, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? თუ გახარიამ უნდა აგოს პასუხი 20 ივნისის ან ჩორჩანის ეპიზოდზე, რატომ არ უნდა აგონ პასუხი იმჟამადაც და ახლაც ხელისუფლების მაღალ თანამდებობებზე მყოფმა პირებმა? ივანიშვილი იმავე ინტერვიუში, რომელიც თქვენ ახსენეთ, ანუ 2024 წელს, ამტკიცებდა, გახარია ხელისუფლებაში ყოფნისასაც და ახლაც "ნაციონალურ მოძრაობას" დაბრუნებაში ეხმარებოდაო, მაშინ მაინტერესებს, უკვე ამდენი "დანაშაულის" ჩამდენი გახარია რატომ დააწინაურეთ პრემიერ-მინისტრად?

მე ამ კითხვაზე პასუხი ჯერ ვერ მოვისმინე ვერც ივანიშვილისგან და ვერც სხვებისგან. როცა გახარიაზე ივანიშვილის პირად შურისძიებაზე ლაპარაკობენ, პირადად ჩემთვის უმნიშვნელოა, გახარია ივანიშვილის პირადი, კორპორაციული თუ იდეოლოგიური მტერია. მთავარი ის არის, რომ ხელისუფლება საკუთარი ავტორიტარული მიზნებისთვის მზად არის გაწიროს ყველა და ყველაფერი. რა, ივანიშვილის უახლოესი პირი არ იყო ღარიბაშვილი ან ლილუაშვილი? დაახლოებით ასეთი პროცესია, როცა "კატოკს" დაღმართზე უშვებ, მისი გაჩერება თითქმის შეუძლებელია, ის ყველას გადათელავს, იმასაც, ვინც ქვემოთ მოყვა, და იმასაც, ვინც ჯერ ზემოთ ზის...განაგრძეთ კითხვა