აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სენატის კანონპროექტი, რომელიც რუსეთთან საქმიანი ურთიერთობების მქონე ქვეყნებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, მისთვის მისაღებია.
სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჯონ ტუნმა ოქტომბერში განაცხადა, რომ მზად იყო კენჭისყრაზე წარედგინა სენატორ ლინდსი გრეჰემის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი, რომელიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
„შესაძლოა, ირანიც დავამატოთ“, - განაცხადა ტრამპმა, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია.