ავტორი:

"საცხოვრებლად არ გადასულა გერმანიაში, თვალის პრობლემა აქვს და ამიტომ წავიდა კლინიკაში.. რა თქმა უნდა ჩამოვა" - ალექსი ახვლედიანი რიჟვაძეზე

"საცხოვრებლად არ გადასულა გერმანიაში, თვალის პრობლემა აქვს და ამიტომ წავიდა კლინიკაში.. რა თქმა უნდა ჩამოვა" - ალექსი ახვლედიანი რიჟვაძეზე

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე გერმანიაში იმყოფება.

როგორც მან "ტვ პირველს" უთხრა, რიჟვაძე თურქეთიდან გერმანიაში თვალის ოპერაციის გასაკეთებლადაა წასული.

"თვალის ერთი ოპერაცია ხომ გაიკეთა, მეორე ოპერაციასთან დაკავშირებით წავიდნენ გერმანიაში. საცხოვრებლად არავინ გადასულა. თვალის პრობლემა აქვს ისევ და ამიტომ წავიდა სხვა კლინიკაში გერმანიაში. მხედველობა არ დაუკარგავს, მაგრამ პრობლემები აქვს. პირველი ოპერაციის შემდეგ კვლავ ჩაუდგა სითხე, ამიტომ ესაჭიროება დამატებითი მკურნალობა. პირველი ოპერაციის შემდეგ დარწმუნებულები ვიყავით, რომ კარგად ჩაივლიდა და აღარ ჩაუდგებოდა სითხე, სამწუხაროდ, მაინც ჩაუდგა და დამატებითი მკურნალობისთვის გადავიდა გერმანიაში. რა თქმა უნდა ჩამოვა, რატომ არ უნდა ჩამოვიდეს?!

რაც შეეხება ოჯახთან ერთად თავშესაფრის მოთხოვნას, მე მსგავსი არაფერი მსმენია, რატომ უნდა მოითხოვოს იმასაც ვერ ვხვდები. მანამდე ხომ იყო გერმანიაში ამ პრობლემასთან დაკავშირებით, შემდგომ აპირებდა დაბრუნებას იგივე კლინიკაში. რადგან მოხვდა თურქეთში, თურქეთშივე გაიკეთა პირველი ოპერაცია, მაგრამ გაუმეორა სითხის ჩადგომამ და არის იქით. ტელეფონი არ აქვს და არ მისაუბრია მასთან“,- განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, "აჭარა თაიმსმა" გუშინ ინფორმაცია გაავრცელა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ოჯახის წევრებთან ერთად გერმანიაში იმყოფება.

ცნობისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.