ავტორი:

დელიში მომხდარ სასიკვდილო ტერაქტთან დაკავშირებით მამაკაცი დააკავეს - რა დეტალებია ცნობილი

დელიში მომხდარ სასიკვდილო ტერაქტთან დაკავშირებით მამაკაცი დააკავეს - რა დეტალებია ცნობილი

ინდოეთის ხელისუფლების ცნობით, გასულ კვირას დელიში მომხდარ სასიკვდილო ტერაქტთან დაკავშირებით, მამაკაცი დააკავეს. ეროვნულმა საგამოძიებო სააგენტომ (NIA) განაცხადა, რომ თავდასხმისას გამოყენებული მანქანა, დაკავებული ეჭვმიტანილის სახელზე იყო რეგისტრირებული.

აფეთქება მეტროსადგურთან ახლოს, დელის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობასთან, წითელ ციხესთან ახლოს მოხდა. დანაშაულის შედეგად, რვა ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა. ამ დროისთვის, პოლიციამ 73 მოწმე დაკითხა, მათ შორის აფეთქების შედეგად დაშავებული პირები.

თავდასხმა ორშაბათს, ადგილობრივი დროით 18:52 საათზე მოხდა - ნელა მოძრავი მანქანა დატვირთულ შუქნიშანზე გაჩერდა და აფეთქდა. ინციდენტიდან რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ აფეთქებული მანქანა თეთრი Hyundai i20 იყო.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ თავდასხმას „შეთქმულება“ უწოდა და პირობა დადო, რომ „დამნაშავეები, მათი მოკავშირეები და მხარდამჭერები“ სამართლიანობის წინაშე წარდგებიან.

წითელ ციხესიმაგრეს ყოველდღიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს. ის მე-17 საუკუნეში აშენდა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრები მოგოლთა ციხესიმაგრეს ყოველწლიური დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოსვლების ფონად იყენებენ.

წყარო