უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავიდა, სადაც მას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დახვდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ საფრანგეთთან მნიშვნელოვანი შეთანხმება გამოცხადდება, რომელიც უკრაინის ავიაციის გაძლიერებას ეხება.
„მოვამზადეთ ისტორიული შეთანხმება საფრანგეთთან. ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს ავიაციას, საჰაერო თავდაცვას და სხვა თავდაცვით შესაძლებლობებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, კვირას ზელენსკი საბერძნეთში იმყოფებოდა, ხვალ კი ესპანეთს ეწვევა.