ავტორი:

"ეს შიშს უკავშირდება, რადგან ემიგრანტებში "ოცნებამ" არჩევნები კატასტროფულად წააგო" - ანა წითლიძე საზღვარგარეთ მცხოვრებთათვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვაზე

"ეს შიშს უკავშირდება, რადგან ემიგრანტებში "ოცნებამ" არჩევნები კატასტროფულად წააგო" - ანა წითლიძე საზღვარგარეთ მცხოვრებთათვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვაზე

ეს ცვლილებები შიშს უკავშირდება, რადგან ემიგრანტებში მათ კატასტროფულად წააგეს არჩევნები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა, რითაც დაანონსებულ ცვლილებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ ექნებათ.

  • ანა წითლიძის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ „ემიგრანტების უმეტესობა რეჟიმის წინააღმდეგია და აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში“.

„ამას ერთადერთი მიზეზით აკეთებენ, რადგან ბოლო არჩევნებში [2024 წლის საპარლამენტო არჩევნები] კატასტროფული მარცხი განიცადეს ემიგრაციაში. იციან, რომ ემიგრანტების უმეტესობა რეჟიმის წინააღმდეგია და აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში. შესაბამისად, ეს მათთვის პრობლემაა და გადაწყვიტეს, რომ ადამიანებს, რომლებიც ემიგრაციაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის გამო არიან, რომელიც რეჟიმმა შექმნა ქვეყანაში და არ დაუტოვა შესაძლებლობა, რომ საკუთარ ქვეყანაში ღირსეულად იცხოვრონ და იმუშაონ, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აუკრძალა“,-განაცხადა ანი წითლიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ ახალ „საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობას იწყებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კოდექსი სრულად გადამუშავდება, ერთ-ერთი ცვლილებებით კი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.