ავტორი:

“ოქროს უნიტაზის“ სკანდალი“ - რას წერს მედია 100 მილიონი დოლარის გათეთრებისთვის დაკავებული უკრაინელი ბიზნესმენისა და ყოფილი ვიცე-პრემიერის შესახებ

“ოქროს უნიტაზის“ სკანდალი“ - რას წერს მედია 100 მილიონი დოლარის გათეთრებისთვის დაკავებული უკრაინელი ბიზნესმენისა და ყოფილი ვიცე-პრემიერის შესახებ

“უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი თავისი პრეზიდენტობის პერიოდის ყველაზე ღრმა კრიზისში მას შემდეგ, რაც გამოძიებამ ფულის გათეთრების საქმეში მისი უახლოესი წრის წევრები გამოავლინა. საქმეში ფიგურირებს ზელენსკის თანამოაზრე, რომელიც მთავრობის ყოფილი წარმომადგენლის თქმით, საოცარ ფუფუნებაში ცხოვრობდა. უფრო მეტიც, მას ოქროს უნიტაზი ედგა სახლში,“ - nypost-ის ინფორმაციით, ბრალდებულებმა რუსეთთან ომის მიმდინარეობის პარალელურად უკრაინის ენერგეტიკული სექტორიდან დაახლოებით 100 მილიონი დოლარი მიითვისეს.

„უკრაინელებს ამჟამად არ აქვთ მოტივაცია, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ ადამიანის უფლებების საშინელ დარღვევებსა და კორუფციას, რომელიც ახლა გამოაშკარავდა. ქვეყნის შიგნით მყოფი ადამიანები უკვე ხედავენ ამ კორუფციას და ეს ჭაობის მხოლოდ ნაწილია. ზელენსკი პრობლემის ნაწილია“, - განუცხადა Fox News Digital-ის ყოფილმა თანამშრომელმა ანონიმურობის პირობით გამოცემა „The Fox News Digital“-ს.

  • გამოძიების ფარგლებში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ახლა ბრალად ედებათ ომის დროს ენერგეტიკული ობიექტების დაცვის მიზნით მოქმედი პროექტებიდან თანხების მითვისება, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია და მთავრობის მიმართ ნდობა შეარყია.

„როგორც ჩანს, ფულის გათეთრება 2022 წლიდან მიმდინარეობს და ბევრმა სცადა მისი შეჩერება. ზოგი ამბობს, რომ ზელენსკიმ იცოდა ამ სქემების შესახებ. ასევე არსებობს ეჭვი, რომ ფული უცხოურ ანგარიშებზე აღმოჩნდა, რაც ზელენსკის და მისი ახლო გარემოცვის სასარგებლოდ გამოიყენებოდა“, - თქვა ყოფილმა ჩინოვნიკმა.

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) მიერ ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა გამოძიებამ, სახელწოდებით „ოპერაცია მიდასი“, ეს თაღლითური სქემები გამოავლინა.

„ენერგოატომის“ წინააღმდეგ წარმოებულ ერთ-ერთ გამოძიებაში, რომელიც უკრაინის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ბირთვულ ენერგეტიკულ კომპანიასა და მის ენერგეტიკულ კონტრაქტებს ეხებოდა, ბიზნესმენი ტიმურ მინდიჩი მონაწილეობდა.

ტიმურ მინდიჩი

მინდიჩი პრეზიდენტთან ერთად გასართობი კომპანიის „კვარტალ 95“-ის თანამფლობელი და სავარაუდოდ, ამ ქსელის ლიდერი იყო.

  • The Financial Times-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამომძიებლებმა მისი ბინის ერთ-ერთ აბაზანაში ნაღდი ფულით სავსე ტომრები და მოოქრული უნიტაზი აღმოაჩინეს.

„ისინი მრავალი წლის წინ „კვარტალ 95“-ის ბიზნესს მართავდნენ, რაც მოიცავს კინოწარმოებას და მრავალ სხვა გასართობ ჟანრს. ტიმურს ბინაში ოქროს უნიტაზი ჰქონდა. იმავე კორპუსში, მეზობლად მდებარეობდა ზელენსკის ბინა. 2021 წელს ზელენსკიმ დაბადების დღე ტიმურის ბინაში აღნიშნა“,- განაცხადა ყოფილმა ჩინოვნიკმა.

  • გამოძიების კიდევ ერთი ფიგურაა ალექსეი ჩერნიშოვი, ყოფილი ვიცე-პრემიერი.

„ის ასევე ძალიან ახლოს იყო ოჯახთან და 2019 წლიდან ზელენსკის მთავრობაში თანამდებობებს იკავებდა. ჩერნიშოვი თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულეს.

ჩერნიშოვმა კიევის ყველაზე მდიდრულ უბანში დიდი, სამი ან ოთხი უზარმაზარი სახლის მშენებლობა დაიწყო“, - თქვა ყოფილმა ჩინოვნიკმა.

  • რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის პოზიციას, 10 ნოემბერს საღამოს მიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა:

„ყველამ, ვინც კორუფციული სქემა მოაწყო, უნდა მიიღოს მკაფიო სამართლებრივი პასუხი. მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის განაჩენები უნდა იყოს გამოტანილი.“

მან ხაზი გაუსვა ენერგეტიკის სექტორში ანგარიშვალდებულების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ „ენერგოატომის“ კორუფციისგან მთლიანობის შენარჩუნება პრიორიტეტულია.

ზელენსკიმ ასევე შეაქო ანტიკორუფციული ბიუროს ძალისხმევა.

წყარო

იხილეთ ასევე: