"ასეთი მაღალინტელექტუალური კონტინგენტი საქართველოს ციხეებში 1937 წლის შემდეგ არ ყოფილა", - ამის შესახებ ნათქვამია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც მის "ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.
"იყო დრო, როცა პოლიტიკოსები გარედან სპეკულირებდნენ ციხეში დადგმული კადრებით, ახლა უკვე სხვა პოლიტიკოსები არიან ციხეში და აქედან იტყობინებიან სიმართლეს რეალურ მდგომარეობაზე.
ასეთი მაღალინტელექტუალური კონტინგენტი საქართველოს ციხეებში 1937 წლის შემდეგ არ ყოფილა. იმიტომაც იღებენ ხმას და აპროტესტებენ პირობებს.
დავფიქრდი და მხოლოდ ასტრონავტები გვაკლია და იქნებ მივაწვდინოთ უფროსს ხმა, რომ 1 ასტრონავტი მოიტაცოს და გვერდზე მოგვისვას თორემ მოწყენილები ვართ.
უფრო სერიოზულად კი, დღეს საქართველოს ციხეებში ორჯერ მეტი პატიმარია, ვიდრე ჩემი პრეზიდენტობის დროს. ყველა საპატიმრო დაწესებულება იმ 9 წელშია აშენებული, კატასტროფული საბჭოთა ციხეების ნაცვლად და მას შემდეგ არც შეკეთებულა და არც მოდერნიზებულია",- წერს მიხეილ სააკაშვილი.