გასულ შაბათს, ვარშავიდან ლუბლინისკენ არსებულ სარკინიგზო ხაზის მიმდებარედ, მოქალაქეებმა აფეთქების ხმა გაიგონეს - ეს სარკინიგზო ხაზი მნიშვნელოვან როლს ასრულებს უკრაინის მომარაგების საკითხში.

როგორ დაზიანდა რელსები, მართლა იყო თუ არა აფეთქება და ან რამ გამოიწვია ის - ამ დროისთვის უცნობია და აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მომხდარს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი "საბოტაჟის უპრეცედენტო შემთხვევას" უწოდებს და აცხადებს, რომ შესაძლებელი იყო ყოველივეს კატასტროფული შედეგები გამოეწვია.

სიმონიაკს რუსეთი პირდაპირ არ დაუსახელებია, თუმცა მედია წერს, რომ ეჭვი სწორედ რუსეთზეა.

მომხდარზე განცხადება გააკეთა პოლონეთის შინაგან საქმეთა ვიცე-მინისტრმა მაჩეი დუშჩიკმაც. მან საზოგადოებას ნაჩქარევი დასკვნების გაკეთებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
“რუსეთი იმდენად ძლიერი არ არის, რომ ყოველი ხანძრის ან მსგავსი შემთხვევის უკან ის იდგეს, თუმცა ამის გამორიცხვა ან უგულებელყოფა არ შეიძლება“, - აღნიშნა მან.