ავტორი:

"ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში უფრო მეტი ფულის გაგზავნას გვთავაზობს - ეს ალკოჰოლიკის დახმარების მცდელობას ჰგავს, მისთვის კიდევ ერთი ყუთი არყის გაგზავნით" - ორბანი

"ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში უფრო მეტი ფულის გაგზავნას გვთავაზობს - ეს ალკოჰოლიკის დახმარების მცდელობას ჰგავს, მისთვის კიდევ ერთი ყუთი არყის გაგზავნით" - ორბანი

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისგან წერილი მივიღე, სადაც წერს, რომ უკრაინის ფინანსური დეფიციტი დიდია და წევრ სახელმწიფოებს უფრო მეტი ფულის გაგზავნას სთხოვს - ეს საოცრებაა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

  • "მაშინ, როდესაც ნათელი გახდა, რომ ომის მაფია ევროპელი გადასახადის გადამხდელების ფულს თაღლითურად ითვისებს, რეალური ზედამხედველობის ან გადახდების შეჩერების მოთხოვნის ნაცვლად, ევროკომისიის პრეზიდენტი კიდევ უფრო მეტის გაგზავნას გვთავაზობს“, - წერს ვიქტორ ორბანი X-ზე.

მისი თქმით, "უნგრეთს საღი აზრი არ დაუკარგავს“.

"ეს ყველაფერი ალკოჰოლიკის დახმარების მცდელობას ჰგავს, მისთვის კიდევ ერთი ყუთი არყის გაგზავნით“, - აღნიშნავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.

ცნობისთვის, Reuters-ი ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც უკრაინის დაფინანსების სამ ვარიანტზეა საუბარი.

"სამი ვარიანტი გამოვყავით: წევრი სახელმწიფოების მიერ მხარდაჭერის გრანტებით დაფინანსება, შეზღუდული სესხი ევროკავშირის მიერ ფინანსური ბაზრებიდან აღებული სესხის მეშვეობით დაფინანსებით, გაყინული აქტივების საბანკო ბალანსით უზრუნველყოფილი შეზღუდული სესხი“, - ნათქვამია წერილში