ავტორი:

"საუდის არაბეთს F-35-ებს მივყიდით" - დონალდ ტრამპი

"საუდის არაბეთს F-35-ებს მივყიდით" - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ში წარმოებული F-35 გამანადგურებლების საუდის არაბეთისთვის მიყიდვის დამტკიცებას გეგმავს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

  • "ვიტყვი, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ. F-35-ებს გავყიდით“, -განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

Reuters-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთმა აშშ-სგან F-35 ტიპის 48-მდე გამანადგურებლის შეძენა ითხოვა, რაც პოტენციურად მრავალმილიარდიანი გარიგებაა. თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან, რომელსაც ხვალ უმასპინძლებს, მოიერიშე თვითმფრინავებზე საუბარს გეგმავს, რის შემდეგაც გადაწყვეტილების მირება მოხდება.