რუსებმა უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქი ბერესტინი რაკეტებით დაბომბა, დაიღუპა 17 წლის გოგონა, არიან დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„17 წლის გოგონა, რომელიც ბერესტინზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად მძიმედ დაიჭრა, საავადმყოფოში გარდაიცვალა“, - განაცხადა ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა.
მისივე ინფორმაციით, დაშავებულია 9 ადამიანი. დაშავებულებს შორის 16 წლის ბიჭია.