"რუსეთმა პოლონეთთან ომისთვის მზადება დაიწყო - მოსკოვი აგრძელებს კიბერშეტევებსა და დივერსიული აქტების მოწყობას პოლონეთის ტერიტორიაზე", - ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვიესლამ კუკულამ პოლონეთის საზოგადოებრივი რადიოს ეთერში განაცხადა.
პოლონეთის გენშტაბის უფროსს აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის ბოლოდროინდელი განცხადების შეფასება სთხოვეს. ჰეგსეთმა ამჟამინდელი გლობალური სიტუაცია მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინა დღეს და ასევე ცივი ომის კულმინაციას შეადარა.
კუკულამ საპასუხოდ თქვა, რომ ეს ძალიან სწორი შედარებაა - "დღეს ყველაფერი ჩვენზე დამოკიდებული - იმაზე, მოვახერხებთ თუ არა მოწინააღმდეგის შეკავებას, თუ პირიქით, აგრესიისკენ წავახალისებთ.
გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ ყოველთვის წინასაომარ სიტუაციაში ვართ - ცივი ომიც კი ასეთი პერიოდი იყო. საქმე ომამდელი პერიოდის მართვას, ეფექტიანი შეკავების პოლიტიკის შექმნას ეხება, რომელიც დიდწილად ჩვენს თავდაცვით შესაძლებლობებს, მაგრამ ასევე მოქალაქეების დამოკიდებულებას ეფუძნება", - აცხადებს პოლონელი გენერალი.
აფეთქების ხმის გაგონების შემდეგ მოსახლეობამ პოლიციაში დარეკა, ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ, თუმცა ღამე იყო და დაზიანებული რელსები ვერ აღმოაჩინეს.
როგორ დაზიანდა რელსები, მართლა იყო თუ არა აფეთქება და ან რამ გამოიწვია ის - ამ დროისთვის უცნობია და აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მომხდარს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი "საბოტაჟის უპრეცედენტო შემთხვევას" უწოდებს და აცხადებს, რომ შესაძლებელი იყო ყოველივეს კატასტროფული შედეგები გამოეწვია.