ავტორი:

ქართველმა მილიარდერმა მიხეილ ლომთაძემ ასტანაში საფეხბურთო კლუბი იყიდა - "აკადემიაში სწავლა უფასო იქნება"

ქართველმა მილიარდერმა მიხეილ ლომთაძემ ასტანაში საფეხბურთო კლუბი იყიდა - "აკადემიაში სწავლა უფასო იქნება"

მიხეილ ლომთაძე ასტანაში საფეხბურთო კლუბ "ჟენისის“ მფლობელი გახდა. ამის შესახებ ყაზახური "ფორბსი“ წერს.

  • გამოცემის თანახმად, ახალი ინვესტორი საფეხბურთო კლუბში "მსოფლიო დონის საფეხბურთო აკადემიას“ შექმნის. ცნობილი ხდება, რომ ბიზნესმენი ყაზახეთსა და ინგლისში მსოფლიო დონის პროფესიონალური ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის შექმნას გეგმავს და ეს მისი დიდი ხნის ოცნება იყო.

გამოცემა წერს, რომ აკადემიაში სწავლა უფასო იქნება და ახალგაზრდა სპორტსმენებს ყაზახი და ინგლისიდან ჩამოსული წამყვანი სპეციალისტები გაწვრთნიან.

"ჟენისის“ გენერალური დირექტორი აიდინ კოჟახმეტი იმედოვნებს, რომ ახალი ინვესტორის მოსვლასთან ერთად კლუბი ადრინდელ დიდებას დაუბრუნდება... წაიკითხეთ ვრცლად