ავტორი:

"იცით, ჩვენ ადამიანები ვართ... მსგავსი ამბავი ყველაზე მოქმედებს" - რას ამბობს ჯასტინ ტრუდოსა და კეტი პერის რომანზე ტრუდოს ყოფილი ცოლი

"იცით, ჩვენ ადამიანები ვართ... მსგავსი ამბავი ყველაზე მოქმედებს" - რას ამბობს  ჯასტინ ტრუდოსა და კეტი პერის რომანზე ტრუდოს ყოფილი ცოლი

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ მომღერალი კეტი პერი და კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო ერთმანეთს ხვდებიან. ამჯერად წყვილის რომანზე ტრუდოს ყოფილი მეუღლე, სოფი გრეგუარი საუბრობს.

"იცით, ჩვენ ადამიანები ვართ... მსგავსი ამბავი ყველაზე მოქმედებს. ნორმალურია.

  • როგორ რეაგირებთ ასეთ დროს, თქვენი გადასაწყვეტია. მე ხმაურის ნაცვლად მუსიკას ვუსმენ. რას გავაკეთებ ჩემი გადასაწყვეტია. ყველას აქვს უფლება, რომ იმედგაცრუების დროს გაბრაზდეს, ან ცუდ ხასიათზე იყოს.

და მე დანამდვილებით ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ემოციების განცდა. ყველაფრის მიუხედავად, თავს მარტოხელა დედად არ ვთვლი. პარტნიორული ურთიერთობა მაქვს ჯასტინთან, რომელსაც ძალიან უყვარს შვილები", - ამბობს ტრუდოს ყოფილი მეუღლე.

გრეგუარმა და ტრუდომ დაშორების შესახებ 2023 წლის აგვისტოში განაცხადეს. ისინი 2005 წელს დაქორწინდნენ და სამი შვილის - ხავიერის, ელა-გრეისის და ჰადრიენის - მშობლები არიან.

წყარო