ავტორი:

ჩაკვეტაძე მოედანს უბრუნდება - ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა

ჩაკვეტაძე მოედანს უბრუნდება - ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და "უოტფორდის" შემტევი, გიორგი ჩაკვეტაძე, როგორც ჩანს, მალე დაუბრონდება მოედანს.

გიორგიმ რამდენიმე თვის წინ მძიმე ტრავმა მიიღო და მას შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს გადიოდა.

ჩაკვეტაძემ გუნდთან ერთად ვარჯიში ახლახან დაიწყო. ამის შესახებ "უოტფორდი" სოციალურ ქსელებში ავრცელებს ინფორმაციას.

Watfordobserver-ის ცნობით, ჩაკვეტაძე სრული დატვირთვით ვარჯიშობს და მწვრთნელი ხავი გრასია ქართველის დაბრუნებას სანაკრებო პაუზის შემდეგ იმედოვნებს.

"უოტფორდი“ 15 ტურის შემდეგ 20 ქულით ჩემპიონშიფში მეთხუთმეტე ადგილზეა და 22 ნოემბერს "დერბის“ ესტუმრება.

~