ავტორი:

ტომ კრუზმა ნიკოლ კიდმანის განქორწინებასთან დაკავშირებით დუმილი დაარღვია - რატომ ფიქრობს, რომ ნიკოლისთვის მომხდარი "კარმაა"?

ტომ კრუზმა ნიკოლ კიდმანის განქორწინებასთან დაკავშირებით დუმილი დაარღვია - რატომ ფიქრობს, რომ ნიკოლისთვის მომხდარი "კარმაა"?

ტომ კრუზმა ნიკოლ კიდმანის განქორწინებასთან დაკავშირებით დუმილი დაარღვია.

ახლახან კიდმანი მეუღლეს, კიტ ურბანს 19-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა. ინსაიდერების ცნობით, კრუზმა ნიკოლისა და ურბანის დაშორებას "კარმა" უწოდა.

"როცა ტომი და ნიკოლი დაშორდნენ, ყველა ტომს ადანაშაულებდა, ნიკოლის მიმართ კი სიმპათიით იყვნენ განწყობილნი. ტელევიზიაში გამოდიოდა, ტომის სიმაღლეს აკრიტიკებდა და თავი მსხვერპლად გამოჰყავდა. ტომი კი ამ ყველაფერზე კომენტარს არ აკეთებდა და დარტყმებს ჩუმად იღებდა.

ყურადღებით ადევნებდა თვალყურს კიდმანისა და ურბანის განქორწინების ამბავს. რა თქმა უნდა, თავს ცუდად გრძნობს, რადგან იცის, რამდენად იტანჯება ნიკოლი. ამავდროულად, იმასაც ამბობს, რომ ეს ყველაფერი კარმის დამსახურებაა", - განუცხადა მსახიობთან დაახლოებულმა პირმა International Business Times-ს.

Daily Mail-ის ცნობით ნიკოლ კიდმანსა და მის მეუღლეს შორის ურთიერთობა ბოლო თვეებში ძალიან გაცივდა. წყაროები ვარაუდობენ, რომ დაშორება ინტიმურობის ნაკლებობამ და მათმა დატვირთულმა გრაფიკმა გამოიწვია.

"კიტი ნიკოლს ვერასდროს ხედავს. ის ან გადაღებაზეა, ან ტურნეშია. მათ შორის დიდი სიყვარული იყო... ისინი ათწლეულების განმავლობაში ერთად იყვნენ, ამიტომ არსებობს შანსი, რომ შერიგდნენ, მაგრამ ახლა, მათი წყვილი დაიშალა", - განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ Daily Mail-ს.

ცნობების თანახმად, “ქორწინებით უკმაყოფილო კიტ ურბანი იყო“ და სწორედ მან გადაწყვიტა დაშორება. წყაროს თქმით, კიდმანი ქმრის გადაწყვეტილებით თავდაპირველად გაოგნდა.

ნიკოლ კიდმანი 1990 წლიდან 2001 წლამდე, 11 წლის განმავლობაში, მსახიობ ტომ კრუზზე იყო დაქორწინებული.

წყარო