ავტორი:

“გაჩუმდი გოჭო!“ - დონალდ ტრამპმა რეპორტიორ ქალს შეკითხვის დასმის უფლება არ მისცა: აშშ-ის პირველ პირს უხეშობისთვის აკრიტიკებენ

“გაჩუმდი გოჭო!“ - დონალდ ტრამპმა რეპორტიორ ქალს შეკითხვის დასმის უფლება არ მისცა: აშშ-ის პირველ პირს უხეშობისთვის აკრიტიკებენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში მას შემდეგ, რაც ქალს რეპორტიორს გაჩუმებისკენ მკაცრად მოიწოდა.

  • “გაჩუმდი გოჭო!“ - ეუბნება აშშ-ისპირველი პირი რეპორტიორს მას შემდეგ, რაც ქალმა ჰკითხა თუ რატომ არ სურდა ეპშტეინის დარჩენილი ფაილების გამოქვეყნება.

ინციდენტი გასულ კვირას მოხდა, თუმცა აღნიშნული ვიდეო ინტერნეტში დღეს გავრცელდა.

მემარცხენე პოლიტიკურმა ორგანიზაცია Occupy Democrats-მა ტრამპი გააკრიტიკა.

„ეს არის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ასე ეპყრობა ის პრესას და სხვა ზრდასრულებს. ამერიკას შეუძლია ბევრად უკეთესი იყოს,“ - აღნიშნულია მათ განცხადებაში.

კიდევ ერთმა ამერიკულმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, Really American-მა, აღნიშნული ფაქტი „ამაზრზენ მომენტად“ შეაფასა და დონალდ ტრამპს “არაადეკვატური“ უწოდა.

გასულ კვირას გამოქვეყნდა 23 000 ფაილი, რომელშიც ეპშტეინი ამტკიცებდა, რომ დონალდ ბატონი ტრამპი მის სახლში საათობით ატარებდა დროს. თუმცა თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა არაერთხელ უარყო აღნიშნული.

წყარო