საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
უწყების განმარტებით, პროექტი მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესებას და პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას.
ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით (ნაცვლად 40 ლარისა).. ამასთან, ამ დარღვევაზე მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით, ნაცვლად 5 ქულისა;
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით (ნაცვლად 30 ლარისა);
სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს მართვის მოწმობა (გარდა საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ 2006 წლის 31 მარტის შემდეგ გაცემული მართვის მოწმობისა), სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები (გარდა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობისა, როცა სატრანსპორტო საშუალება მძღოლის საკუთრებაა), ან სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით (ნაცვლად 10 ლარისა);...განაგრძეთ კითხვა