ავტორი:

ავარია ქობულეთში - არის მსხვერპლი

ავარია ქობულეთში - არის მსხვერპლი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მდინარე დეხვასთან მოხდა, სადაც ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური იყო მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.