გავრცელებული ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუს დღეს თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უმასპინძლებს.

40 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი ათი წლის შემდეგ, პირველად ჩადის აშშ-ში არაბეთის დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც გვირგვინოსანი პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ხელმძღვანელობს.
აშშ-ში რონალდუმ ბოლოს 2014 წელს, მიჩიგანის სტადიონზე “რეალ მადრიდისა“ “მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის გამართულ მატჩში ითამაშა, რომელსაც 109 318 მაყურებელი დაესწრო.

2017 წელს Football Leaks-იდან გაჟონილი ინფორმაციის მიხედვით, რონალდუს 2009 წელის მომხდარ გაუპატიურების შემთხვევაში ედებოდა ბრალი.

2018 წელს ლას-ვეგასის პოლიციამ გამოძიება კვლავ განაახლა, მაგრამ მტკიცებულებების უკმარისობის გამო საქმე დაიხურა. მაიორგას ადვოკატებმა კიდევ ერთი სარჩელი შეიტანეს, რომელიც ფედერალურმა მოსამართლემ უარყო და განაცხადა რომ მაიორგას ადვოკატი “არაკეთილსინდისიერად“ მოქმედებდა“ .
წელს პრეზიდენტ ტრამპს პორტუგალიის ნაკრების მაისური გადასცეს, რონალდუს ხელმოწერით და წარწერით: "პრეზიდენტ დონალდ ჯ. ტრამპისთვის – ვთამაშობთ მშვიდობისთვის“.
თავად კრიშტიანუმ ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ტრამპთან შეხვედრა სურდა.

“იგი იმ ადამიანებს მიეკუთვნება, ვისაც მსოფლიოს შეცვლა შეუძლია. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია, აშშ-ის პრეზიდენტი. კარგია თუ ერთმანეთს დავეხმარებით ამის განხორციელებაში. მინდა ოდესმე შევხვდე, რადგან ერთ-ერთია ვისაც ნამდვილად შეუძლია მიზნის მიღწევა, მომწონს ასეთი ადამიანები“ განაცხადა ფეხბურთელმა.