ავტორი:

კლაუდია შიფერის 21 წლის ქალიშვილი, რომელიც დედას საოცრად ჰგავს და რომელსაც მდიდრულ მომავალს უწინასწარმეტყველებენ - ვინ არის "ნეპო ბეიბი"

კლაუდია შიფერის 21 წლის ქალიშვილი, რომელიც დედას საოცრად ჰგავს და რომელსაც მდიდრულ მომავალს უწინასწარმეტყველებენ - ვინ არის "ნეპო ბეიბი"

21 წლის "ნეპო ბეიბი" იგივე კლემენტინ პოპი დე ვერ დრამონდი სოციალურ ქსელებში ხშირად აზიარებს საკუთარ ცხოვრების ეპიზოდებს — ცოტა ხნის წინ ის კამერების წინ შავ, ამოჭრილი საცურაო კოსტიუმით პოზირებდა. ამჯერად კი თეთრ, მომხიბვლელ კაბასა და კორსეტში გამოწყობილი წარსდგა, გაშლილი ქერა თმა უფრო ამსგავსებდა თავის 55 წლის დედას, კლაუდია შიფერს.

გერმანელ სუპერმოდელს კლემენტინი, მეუღლე მეთიუ ვონისგან ჰყავს, რომელთანაც 2002 წელს იქორწინა.

წყვილს კიდევ ორი შვილი ჰყავს, ვაჟი — 22 წლის კასპარი და ქალიშვილი — 15 წლის კოზიმა.

მეთიუ ვონი არაერთი ჰიტის ავტორია, მათ შორის Kick-A**, Layer Cake, Stardust, Argylle, მისი შექმნილია Kingsman-ის ფრენჩაიზიც.

  • თავად კლაუდია უზარმაზარი ქონების პატრონია, თუმცა როგორც ვარაუდობენ ამ საკითხში კლემენტინი მალე დაეწევა დედას.

მსოფლიოს წამყვანი ბრენდები უკვე აკვირდებიან ახალგაზრდა მოდელს და მასთან თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ. დედა-შვილი ხშირად ჩნდება ერთად მოდის ჩვენებებზე მთელ მსოფლიოს მასშტაბით.

2024 წლის თებერვალში ვოგმა კლემენტინი საკუთარ “Darlings“-ის სიაში შეიყვანა.

იმავე წელს “ნეპო ბეიბი“, რომელიც სოციალურ ქსელებში თავის სამხატვრო ნამუშევრებსაც აზიარებს, ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად.

მან გამოცემას მოუყვა თავის ნიუ-იორკულ ცხოვრებაზე:

"ძალიან ბევრს დავდივარ ფეხით და იშვიათად ვარ ყურსასმენების გარეშე" - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

საკუთარ ოჯახზეც ისაუბრა კლაუდია შიფერმაც. მისი თქმით, "როდესაც გასულ საუკუნეში მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა, ყურადღება მხოლოდ კარიერაზე, შრომაზე, კონკურენციაზე და მწვერვალზე მოხვედრაზე იყო მიპყრობილი, ეს მას შემდეგ შეიცვალა, რაც ბავშვები გაუჩნდა, ახლა პირველ რიგში ბავშვების კეთილდღეობაზე არის კონცენტრირებული".

"ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი საოცარი ოჯახი მყავს" - დასძინა სუპერმოდელმა

წყარო