ავტორი:

მძიმე მატჩი ბულგარეთში - საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმშივე 0-2-ს აგებს

მძიმე მატჩი ბულგარეთში - საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმშივე 0-2-ს აგებს

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო, მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად ბულგარეთს უპირისპირდება.

ვილი სანიოლმა მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, ლოჩოშვილი, კაშია, წიტაიშვილი, კიტეიშვილი, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, ზივზივაძე.

  • მატჩი ბულგარელების უპირატესობით დაიწყო, რასაც მალევე გოლი მოჰყვა. მასპინძლებმა მეათე წუთზე გაიტანეს და ანგარიში გაიხსნა. გოლი რუსევმა გაიტანა

მატჩის 24-ე წუთზე ბულგარელებმა მამარდაშვილის კარში მეორე გოლიც გაიტანეს. მეორე გოლი კრასტევის ანგარიშზეა.

პირველ ტაიმშივე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ პირველი ცვლილება განახორციელა - მექვაბიშვილის ნაცვლად მან გიორგი ქვილითაია შემოიყვანა.