ავტორი:

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საქართველოს ნაკრებმა მარცხით დაასრულა - ბულგარეთთანაც წავაგეთ

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საქართველოს ნაკრებმა მარცხით დაასრულა - ბულგარეთთანაც წავაგეთ

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო, მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად ბულგარეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 2-1 წააგო.

  • ვილი სანიოლმა მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, ლოჩოშვილი, კაშია, წიტაიშვილი, კიტეიშვილი, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, ზივზივაძე.

თამაში ბულგარელების უპირატესობით დაიწყო, რასაც მალევე გოლი მოჰყვა. მასპინძლებმა მეათე წუთზე გაიტანეს და ანგარიში გაიხსნა. გოლი რუსევმა გაიტანა

მატჩის 24-ე წუთზე ბულგარელებმა მამარდაშვილის კარში მეორე გოლიც გაიტანეს. მეორე გოლი კრასტევის ანგარიშზეა.

პირველ ტაიმშივე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ პირველი ცვლილება განახორციელა - მექვაბიშვილის ნაცვლად მან გიორგი ქვილითაია შემოიყვანა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები შედარებით უფრო მეტს უტევდა, რასაც საბოლოოდ შედეგი მოჰყვა - მატჩის 88-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა გაიტანა და სხვაობა შეამცირა და საბოლოო ანგარიში - 2-1 დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი 3 ქულით, მესამე ადგილზე დაასრულა და სამწუხაროდ, ვერც 2026 წლის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს.

იხილეთ ასევე: