სამარის ყოფილი მერის, ვიქტორ ტარხოვისა და მისი მეუღლის შემზარავი მკვლელობის საქმე დასასრულს უახლოვდება, თუმცა ისტორიაში მთავარი კვანძი ჯერ კიდევ გასახსნელია. სისხლიანი დრამა, რომელმაც მთელი რუსეთი შეძრა, მხოლოდ ოჯახურ ტრაგედიად არ დარჩენილა - რუსული მედია წერს, რომ დანაშაულის კვალი საქართველოში მიდის...
მიუხედავად იმისა, რომ ბაბუისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით 30 წლის შვილიშვილი, ეკატერინა ტარხოვაა დაკავებული, გამოძიება დარწმუნებულია, რომ გოგონა მარტო ვერ შეძლებდა ისეთი საზარელი გეგმის სისრულეში მოყვანას, როგორიცაა მოხუცების მოწამვლა, სხეულების დანაწევრება და კვალის დაფარვაა. მას დამხმარეები ჰყავდა, უფრო სწორად - მასწავლებლები.
მედიის ცნობით, საქმეში ჩნდება ორი სახელი: სვეტლანა და დიმიტრი მეტრეველები
"სვეტლანა მეტრეველი, რომელიც ეთნიკურად ქართველი, მაგრამ სამარაშია დაბადებული და გაზრდილი, კრიმინალურ წრეებში 90-იანი წლებიდან არის ცნობილი. მისი დანაშაულების ისტორია საკმაოდ მრავალფეროვანია: აფერისტობა, თაღლითობა და საკუთარი მამის მკვლელობაში თანამონაწილეობაც კი. ბოლო წლებში სვეტლანა საქართველოში ცხოვრობდა და სწორედ მან შესთავაზა ეკატერინას ფინანსური პრობლემების მოგვარება "მდიდარი ბაბუის" ხარჯზე.

გამოძიების ვერსიით, სვეტლანა მეტრეველი იყო "ტვინი" და "მეთოჯინე", ხოლო ეკატერინა - მხოლოდ შემსრულებელი მარიონეტი. გეგმა ასეთი იყო: მოხუცები უნდა "გაეთიშათ" სპეციალური პრეპარატებით, რათა ნოტარიუსთან მემკვიდრეობის გადაცემაზე ხელი მოეწერათ, თუმცა ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც დაგეგმილი იყო", - ვკითხულობთ სტატიაში.
მედიის მტკიცებით, საქმეში შოკისმომგვრელია დეტალებია, რომელსაც ბრალდებული შვილიშვილი ჰყვება: თავდაპირველად, მოხუცების მოსაწამლად, სვეტლანამ მას საქართველოდან სპეციალური "ნაყენი" ჩაუტანა. ეკატერინას თქმით, სვეტლანა არწმუნებდა, რომ ეს სითხე მოხუცებს მხოლოდ გონებას დაუბინდავდა.
როდესაც ნაყენმა "არ იმუშავა", საქმეში სვეტლანას ძმისშვილი, დიმიტრი მეტრეველი ჩაერთო, რომელმაც მსხვერპლებისთვის სპეციალური აბები გადასცა ეკატერინამ ბებიას და ბაბუას წნევის წამლები მალულად სწორედ ამ აბებით შეუცვალა. სწორედ ეს ფატალური ჩანაცვლება გახდა ცოლ-ქმრის სიკვდილის მიზეზი - ვიქტორ და ნატალია ტარხოვები უცნობი მედიკამენტებით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალნენ.
ამ დღეებში გამოქვეყნდა ჟურნალისტ ედუარდ პეტროვის გამოძიება "განსაკუთრებით საშიში შვილიშვილი“. მედიის მიერ არაერთხელ განხილულ ფაქტებთან ერთად, ერთმა დეტალმა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. განსაკუთრებულად მნიშვნელოვან საქმეთა ადგილობრივი საგამოძიებო უწყების მესამე განყოფილების უფროსმა, დენის პრონიუშკინმა, შოკისმომგვრელი ინფორმაცია გაასაჯაროვა: ცხედრები მკვლელობის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით, დაანაწევრეს და ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეს....
ეკატერინა ტარხოვა თებერვლიდან ციხეშია, მისი "მეთოჯინეები" - სვეტლანა და დიმიტრი მეტრეველებზე კი ფედერალური ძებნაა გამოცხადებული.
რუსი გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ისინი შესაძლოა საქართველოში იმყოფებოდნენ. ვიდრე ისინი თავისუფლებაზე არიან, ექს-მერის მკვლელობის საქმეში მთავარი კითხვის ნიშნები კვლავ პასუხგაუცემელი რჩება. წყარო
წაიკითხეთ ასევე: