"აშშ და რუსეთი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ ახალ გეგმაზე საიდუმლოდ მუშაობენ", - ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ამერიკულ და რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ გეგმის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი.
Axios-ის ინფორმაციით, გეგმა ოთხი ძირითადი ნაწილისგან შედგება:
ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი გეგმაზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევთან ერთად მუშაობს.
წყაროს ცნობით, ამერიკულმა მხარემ უკრაინელებისთვის და ევროპელებისთვის გეგმის შესახებ ინფორმაციის გაზიარება დაიწყო.