ავტორი:

"თქვენი წაგებები ჩვენი წაგებებია, მაგრამ რატომღაც "ჩვენი წაგება" არ და ვერ გახდა თქვენი... როდესაც ქვეყანას დავიბრუნებთ, მერე დავუბრუნდებით ტრიბუნებს" - ზურაბ ფარჯიანი

"თქვენი წაგებები ჩვენი წაგებებია, მაგრამ რატომღაც "ჩვენი წაგება" არ და ვერ გახდა თქვენი... როდესაც ქვეყანას დავიბრუნებთ, მერე დავუბრუნდებით ტრიბუნებს" - ზურაბ ფარჯიანი

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი საქართველოს ნაკრებისთვის სამწუხარო შედეგით დასრულდა. "ჯვაროსნები" ჯგუფური ეტაპის ბოლო, მეექვსე ტურში სტუმრად ბულგარეთს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 2:1 დამარცხდნენ. ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ციკლი 3 ქულით, მესამე ადგილზე დაასრულა და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შანსი დაკარგა.

შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით დაიწყო, რაც მალევე აისახა ტაბლოზე. მე-10 წუთზე ანგარიში რუსევმა გახსნა, ხოლო 24-ე წუთზე კრასტევმა მამარდაშვილის კარში მეორე გოლი გაიტანა.

მტკივნეული მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რაოდენ მნიშვნელოვანია მარცხის დროსაც მხარდაჭერა და ერთიანობა.

მამარდაშვილს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ზურაბ ფარჯიანი პასუხობს და სოციალურ ქსელში წერს:

"ფეხბურთში საქართველოს ეროვნულო ნაკრებო, თქვენი ერთი წევრის "ფეისბუქ" პოსტი შემხვდა და აქ და ასე "გამოვეხმაურები", თქვენ ალბათ ყველაზე მეტად გრძნობთ გულშემატკივრის რაოდენობის ზრდას თუ კლებას, რადგან ყველაზე მეტად ფეხბურთი გვიყვარს და ყველაზე მეტად ფეხბურთის სტადიონის ტრიბუნებს დაეტყოთ ხალხის განწყობა.

მაგრამ თქვენი წაგებები სპორტულ მოედანზე არაფერ შუაშია ბიჭებო ხალხის რაოდენობის კლებასთან.

და კარგად რომ ჩაიხედოთ გულში, მიხვდებით რაცაა შუაში.

თქვენი წაგებები ჩვენი წაგებებია, მაგრამ რატომღაც "ჩვენი წაგება" არ და ვერ გახდა თქვენი.

თორემ ჩვენ წაგების მერეც ჩამოვიდოდით თქვენთან გასახდელში.

ფეხბურთის და პოლიტიკის გამიჯვნაზეც ნურაფერს გვეტყვით - ნაკრების მოქმედი წევრები იყავით "ოცნების" კლიპში.

და თან რას ვიზამთ, რომ რაღაც მომენტში აღარ იმიჯნება ბიჭებო არაფერი. და ქომაგობაც ორმხრივია.

გიორგი გიორგაძე - ალბათ ყველაზე ადვილი სახელი და გვარია დასამახსოვრებლად. კარგად დაიმახსოვრეთ.საბოლოო ჯამში, თუ ეროვნული საფეხბურთო ნაკრები არაა "ეროვნული", მაშინ ის უბრალოდ "საფეხბურთო" ნაკრებია.

წარმატებები თქვენს საქმიანობაში.

როდესაც ქვეყანას დავიბრუნებთ, მერე დავუბრუნდებით ტრიბუნებს"...

იხილეთ ასევე: