ავტორი:

"ნაკრებს ვგულშემატკივრობ არა იმიტომ, რომ ფეხბურთელების პოლიტიკური პოზიცია მომწონს, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს ნაკრებია" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

"ნაკრებს ვგულშემატკივრობ არა იმიტომ, რომ ფეხბურთელების პოლიტიკური პოზიცია მომწონს, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს ნაკრებია" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

"[ნაკრებს] ყოველთვის ვუგულშემატკივრებ და ეს ჩემთვისაა - ფეხბურთელებს ამას ვერ დავამადლი", - ამის შესახებ "ფედერალისტების" ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს ეხმიანება.

"საქართველოს ნაკრებს ვგულშემატკივრობ არა იმიტომ, რომ ფეხბურთელების პოლიტიკური პოზიცია მომწონს, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს ნაკრებია.

ყოველთვის ვუგულშემატკივრებ და ეს ჩემთვისაა - ფეხბურთელებს ამას ვერ დავამადლი.

რაც შეეხება ფეხბურთელების სამოქალაქო პოზიციას - სწორი პოზიცია იმიტომ უნდა დაიკავონ, რომ სწორია და არა იმიტომ, რომ აღარ ვუგულშემატკივრებ საქართველოს დროშას, თუ მამარდაშვილი იმას არ იტყვის, რაც მესიამოვნება - ყოველთვის ვუგულშემატკივრებ საქართველოს.და არა, იმიტომ არ წააგეს რომ სწორი სამოქალაქო პოზიცია არ უჭირავთ - ჩვენ გარშემო არ ტრიალებს სამყარო და გაიზარდოთ ეგებ - საბავშვო ბაღის ასაკიდან გამოხვიდეთ.

იმიტომ წააგეს, რომ ეგეთ ფორმაში არიან.ცხადია, ვწუხვარ, რომ დამოუკიდებლობის და საქართველოს დროშის გადარჩენისთვის ბრძოლა ნაკრების ფეხბურთელების გარეშე გვიწევს, მაგრამ მე მგონია ეს იმიტომ ხდება, რომ ვერ ხვდებიან რა დევს სასწორზე.საქართველოს და მის ყველა ნაკრებს გაუმარჯოს", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი", - წერს ჩერგოლეიშვილი.

  • ცნობისთვის, 18 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრები სტუმრად ბულგარეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 2-1 წააგო. ჯგუფში მესამე ადგილზე გავედით. სამწუხაროდ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატიც ჩვენი გუნდის გარეშე ჩაივლის.