თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცის, მოჰამედ ბინ სალმანი მიიღო და მის პატივსაცემად ვახშამიც გამართა.
ღონისძიების დაწყებამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის "პატივია რონალდუს მასპინძლობა".
"ჩემი შვილი რონალდუს დიდი გულშემატკივარია. ბარონს მასთან შეხვედრა მოუწია და ვფიქრობ, რომ ახლა უფრო დიდ პატივს მცემს, რადგან მის კუმირთან შეხვედრის შესაძლებლობა მივეცი", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.




თეთრ სახლში ეს სალმანის პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც Washington Post-ის ჟურნალისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი ჯამალ ხაშოგი 2018 წელს სტამბოლში, საუდის არაბეთის მთავრობის წევრებმა მოკლეს. შეხვედრისას, ერთ-ერთმა ჟურნალისტებმა პრინცს ამასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვა, რის გამოც ტრამპის კრიტიკა დაიმსახურა.

"დღეს ოვალურ კაბინეტში უაღრესად პატივცემული ადამიანი გვყავს, რომელიც ჩემი დიდი ხნის მეგობარია... ძალიან კარგი მეგობარია. ძალიან ვამაყობ მისი გვერდით დგომით, ყველაფერი, რაც მან გააკეთა, დასაფასებელია". - თქვა ტრამპმა.