4–5 ოქტომბერს, ზუგდიდში, ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებითა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით მსოფლიოს ყველაზე დიდი ჰაკათონი - NASA International Space Apps Challenge 2025 გაიმართა.
გამარჯვებული გუნდის გლობალური წარმატება
ჰაკათონის “NASA Space Apps Challenge 2025 Zugdidi“ გამარჯვებული გუნდი - “Skill Issue“ გახდა, რომელიც გლობალურ ნომინანტებს შორის დასახელდა! მათი პროექტი „Sateliko“, მსოფლიოს მასშტაბით, 11,500-ზე მეტი ინიციატივიდან შეირჩა.
გუნდმა იმუშავა გამოწვევაზე - “Commercializing Low Earth Orbit (LEO)” და შექმნა ინოვაციური პროტოტიპი - „Sateliko“. ეს არის დისტანციური ავტომატიზებული სახელოსნო, რომელიც ხელახალი გამოყენების ნანო-თანამგზავრების წარმოების შესაძლებლობას ქმნის. მისი მიზანია, სტუდენტებსა და მეცნიერებს მისცეს შესაძლებლობა, გამოიკვლიონ დაბალი ორბიტა რაკეტის გაშვების საჭიროების გარეშე.

გუნდის Skill Issue წევრები:
ჰაკათონის განმავლობაში გუნდს მენტორობას უწევდნენ ალტე უნივერსიტეტის ლექტორები - გიორგი თაყაძე და გიორგი გრიგოლია და იდეის განვითარებისა და პროტოტიპის შედგენის პროცესში ეხმარებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ Space Apps Challenge ყოველწლიურ გლობალურ ინოვაციურ პროექტს წარმოადგენს, რომელსაც აშშ-ის კოსმოსური სააგენტო - NASA უწევს ორგანიზებას. ჰაკათონში ყოველწლიურად ათასობით ადამიანი მონაწილეობს მსოფლიოს 160-ზე მეტი ქვეყნიდან. წლევანდელი ჰაკათონის თემა - “Learn, Launch, Lead!” გახლდათ და მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისთვის ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ინოვაციური იდეები რეალურ გამოწვევებზე მუშაობით ყალიბდება.
ალტე უნივერსიტეტი “Skill Issue“-ს ულოცავს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და კვლავ აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდებისთვის საინტერესო ინოვაციური პროექტების შეთავაზებას.
R